მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ბავშვთა გასართობ ცენტრებს მიმართავს და მუსიკის ხმის დარეგულირებას სთხოვს. მიმართვა შვილიშვილის დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ გაავრცელა.
„ჩემი მოკრძალებული თხოვნა ბავშვთა ცენტრებს, - დინამიკებს დაუწიეთ თუ ხალხი ხართ. ბავშვს ისე შეეშინდა, ხელიდან არ ჩამოვიდა მთელი თავისი დაბადების დღე, რამდენიმე შეშინებული ბავშვი დროზე ადრე წავიდა, უფროსებს კი "კაპლი" ჩამოვურიგე, რომ ახდილი თავის ქალა დახურვოდათ. და, საერთოდ, რა საინტერესო საკვლევია ეს აგრესიული ხმამაღალობა, თუნდაც რესტორნებში. თუ გიმღერეს, გვერდით მჯდომს რომ ხმა გასცე, ხმის იოგებს იწყვეტ და სამი ღამე აღარ გეძინება. ტერორია ერთგვარი. რისი სიმპტომია ეს ნეტავ? - შიში, რომ ადამიანებმა ურთიერთობა, ან საკუთარ ფიქრთან დარჩენა ვერ მოახერხონ, თუ უუფლებო საზოგადოებაში ხმის ძალად გაგონების აუცილებლობა, - "მისმინეთ თქვენი ....". არ ვიცი სხვები რას ფიქრობენ, მაგრამ მე მგონია, რომ უკეთ მოგისმენთ, თავი თუ მხრებზე შეგვრჩა“ - წერს ფსიქოლოგი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა