მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის დამიის საჯარო სკოლაში მასწავლებლის მსოფლიო დღე საზეიმოდ აღინიშნა.
სკოლაში მისულ მასწავლებლებს მოწაფეები ხელნაკეთი მისალოცებით, ფერადი ბუშტებითა და ყვავილების თაიგულებით შეეგებნენ.
საზეიმო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები ქართულ და სომხურ ენებზე წაიკითხეს. ასევე იმღერეს მასწავლებლებზე, შეასრულეს ეროვნული და ქართული ცეკვები, წარმოადგინეს პრეზენტაციები „ჩემი იდეალური მასწავლებელი“, „მე მინდა გავხდე მასწავლებელი“ და მაყურებლები იუმორისტული სკეჩებით გაახალისეს.
დღემ საოცრად თბილ და პოზიტიურ გარემოში ჩაიარა.
ღონისძიების დასასრულს პედაგოგებმა აღსაზრდელებს მადლობა გადაუხადეს ყურადღებისათვის და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
დირექცია ამაყობს მეხუთე კლასის მოსწავლემ წოვინარ ჩარჩიანის წარმატებით