სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ სამართლიანობის კუთხით უპრეცენდენტო პროექტია“ - ჩოხატაურში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
17-10-2019
-
+


16 ოქტომბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 1 ნოემბერს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი იამზე ვაჩეიშვილი:

„ჩემპიონატის I ეტაპზე მუნიციპალიტეტის 32-ვე საჯარო სკოლა იყო ჩართული. წინა სასწავლო წელს, შუა ფარცხნის საჯარო სკოლის მოსწავლე, გიორგი სიხარულიძე, ფინალში მეორე ადგილზე გავიდა და ვფიქრობ, მაღალი აქტივობა ამანაც განაპირობა. ეს წელს მონაწილეებისთვის კიდევ ერთი მოტივატორი აღმოჩნდა.

„ეტალონს“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს. პროექტი მოსწავლეებისთვის მართლაც შესანიშნავი საშუალებაა, რომ ცოდნა გამოავლინონ და წარმატებებს მიაღწიონ. „ეტალონის“ მეორე ეტაპზე გასულ მოსწავლეებს წარმატებებს ვუსურვებ“.

ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი: 

„I ეტაპზე ტესტირების პროცესმა ნორმალურად ჩაიარა. ჩვენ ტესტების ელექტრონული ვერსია გვქონდა შერჩეული და კომპიუტერებმა ნორმალურად იმუშავა. ბავშვები ძალიან მოტივირებული იყვნენ და თავიანთი  შესაძლებლობები კარგად გამოავლინეს. 95-ქულიანი მოსწავლეც გვყავდა და 36-ქულიანიც. ვნახოთ, შემდეგ ტურში რა იქნება.

„ეტალონი“ პროექტია, რომელიც მოსწავლეებსაც და მშობლებსაც ძალიან ხშირად ახსენებს თავს. „ეტალონთან“ დიდი სიხარულით ვთანამშრომლობთ. ვფიქრობ, მთავარია მოსწავლეებს მაღალი აკადემიური დონე ჰქონდეთ და შესაბამისად, რაც მეტს იმუშავებენ, გაცილებით უკეთესი შედეგები ექნებათ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს“.

ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თამუნა მეგრელიძე:

„ეტალონის“ შესარჩევმა ტურმა კარგად ჩაიარა. ბავშვები ძალიან მობილიზებულები იყვნენ. ყველა, ვისაც მეორე ტურში გადასვლა უნდოდა, შემართებით იყო, რომ მაქსიმალური შედეგი დაედო. მაღალი ქულები ვინც აიღეს, კარგი ბავშვები არიან და იმედი გვაქვს, რომ შემდეგ ეტაპზეც მაღალ შედეგს აჩვენებენ.

ჩვენს სკოლაში „ეტალონი“ ძალიან პოპულარულია, რადგან ჩემპიონატის გამარჯვებული მოსწავლე გვყავს. მოსწავლეებს დიდი მოტივაცია აქვთ და წელს დაინტერესებაც მაღალი იყო. ჩემი დაკვირვებით, უბრალოდ ცოტა გამბედაობა აკლიათ“.

ქვაბღის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ფაილოძე:

„პირველმა ეტაპმა ორგანიზებულად და მოწესრიგებულად ჩაიარა. ჩემპიონატის მიმართ მოსწავლეების ინტერესი ძალიან მაღალი იყო. კონკურსისთვის მომზადებული ვიყავით.

ჩვენი მოსწავლეები მოტივირებულები არიან, რომ კონკურსში მონაწილეობა აქტიურად მიიღონ და თავიანთი შესაძლებლობები აჩვენონ. ჩვენ „ეტალონის“ საქმიანობას ძალიან დადებითად ვუყურებთ. უფრო მრავალფეროვანი კონკურსები თუ დაიგეგმება, კიდევ უფრო უკეთესი იქნება“.

ქვაბღის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი  ნატო  თალაკვაძე:

„ეტალონის“ პირველმა ეტაპმა ძალიან ორგანიზებულად ჩაიარა. ბავშვებს ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან მოსწონთ.

ვფიქრობ, „ეტალონი“ ძალიან წარმატებული პროექტია. ჩვენმა მოსწავლეებმა პირველ ეტაპზე მაღალი ქულები მიიღეს და ალბათ, მეორე ეტაპზეც კარგი შედეგი ექნებათ“.

წიფნარის საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი  ბელა ცინცაძე:

„სამწუხაროდ, ამ სასწავლო წელს მე-8 და მე-9 კლასებში მხოლოდ ხუთი მოსწავლე მყავს. „ეტალონის“ ტესტი ხუთივემ დაწერა, თუმცა ბარიერი ორმა გადალახა. მუნიციპალური ტური ძალიან აინტერესებთ და დიდი მოლოდინი აქვთ. ვფიქრობ, რომ  კარგ შედეგს დადებენ.

ძალიან მომწონს, რომ „ეტალონის“ ტურები სკოლებში ტარდება. იგი ყველასთვის ახლო და საინტერესო გახდა. ვფიქრობ „ეტალონი“ ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს.

ხევის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ შელეგია:

„ტესტირების პროცესმა, როგორც ყოველთვის, მშვიდობიანად ჩაიარა. ჩვენი მეცხრე კლასის მოსწავლე მეორე ტურში გადავიდა და ვნახოთ მომავალში რა შედეგები იქნება.

„ეტალონი“ ძალიან  კარგად მუშაობს. იგი სკოლების ყველა აქტივობას ძალიან  ღიად აშუქებს და  მოსწავლეთა ინტელექტის განვითარებაზე ზრუნავს.

შუაფარცხმის საჯარო სკოლის დირექტორი გულიკო უჯმაჯურიძე:

„ეტალონის“ შესარჩევმა ტურმა, როგორც წესი და რიგია, ისე ჩაიარა. ჩავატარეთ ობიექტურად და სამართლიანად. ბავშვებს ხელი არაფერში შეშლიათ. მაქსიმალურად შეეძლოთ საკუთარი უნარები გამოევლინათ. „ეტალონი“ შესანიშნავი  პროექტია და მასთან თანამშრომლობით ძალიან კმაყოფილები ვართ. დავრწმუნდი, რომ კონკურსი ობიექტურად მიმდინარეობს. სამართლიანობის კუთხით ეს, ალბათ, უპრეცენდენტო პროექტია, რადგან ზოგიერთი კონკურსი სამართლიანად ტარდება თუ არ ტარდება, ძნელად გასარკვევია.

ჩემი სკოლა - მოსწავლეები და პედაგოგები, ყველა ძალიან კმაყოფილები არიან. წინა წლის შედეგიდან გამომდინარე, სკოლა მოტივირებულია, რომ „ეტალონთან“​ თანამშრომლობა გავაგრძელოთ და სერიოზულად და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ თქვენთან ერთად მუშაობას“.

შუაფარცხმის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი სალომე დოლიძე:

„შესარჩევმა  ტურმა მშვიდ გარემოში, ორგანიზებულად ჩაიარა. ბავშვებს „ეტალონის“ მიმართ დადებითი  განწყობა აქვთ. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბავშვებს ლოგიკურ და სწრაფ აზროვნებას უვითარებს და სწავლის მოტივაციას აძლევს.

მომდევნო ეტაპზე გვინდა უკეთესი შედეგი გვქონდეს. ვნახოთ, რა იქნება“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება 

ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ თანამშრომლებს დაეხმარა

ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციისთვის - მოსწავლის საგამოცდო დრო და ადგილი ბარათზეა მითითებული 

ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეს, რომელიც კვიპროსში ფეხბურთის სათამაშოდ გაემგზავრა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

კონკურსში სამივე  საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა

სულდის საჯარო სკოლაში 3 მარტის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება