მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასპინძის სკოლაში დღე უჩვეულოდ დაიწყო. ერთი დღით მასწავლებლების როლი მოსწავლეებმა მოირგეს, დირექტორადაც და სასწავლო ნაწილის გამგედაც სკოლის მოსწავლეები მოგვევლინნენ.
მოსწავლე-დირექტორი, მე-12 კლასელი შოთა იველაშვილი იყო, მოსწავლე-სასწავლო ნაწილის გამგე კი მე-12 კლასის მოსწავლე რატი ზედგინიძე.
მოსწავლე-მასწავლებლებმა 8 საგანში ჩაატარეს გააკვეთილი. გაკვეთილების მსვლელობას მოსწავლე-დირექტორი და მოსწავლე-სასწავლო ნაწილის გამგე აკვირდებოდნენ.
სკოლაში დისციპლინაზე პასუხისმგებლები იყვნენ მოსწავლე-მანდატურები და მორიგე მოსწავლე-მასწავლებლები.
''უჩვეულო ფუსფუსი იყო დღეს ასპინძის სკოლაში. მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო გაკვეთილები ჩაატარეს, ყველანი კმაყოფილები დავრჩით''- აღნიშნეს მასწავლებლებმა.
დღის ბოლოს სკოლის დირექტორმა კლარა ზედგინიძემ და პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მასწავლებელმა მთვარისა ზედგინიძემ, მოსწავლეებს მადლობა გადაუხადეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.