სიახლეები
სკოლები

გაეცანით თბილისის N106 საჯარო სკოლის შესახებ პედაგოგ ინა მეცხვარიშვილის სტატიას
18-10-2019
-
+


„თბილისის N106 საჯარო სკოლა აქტიურად ახორციელებს არაერთ პროექტს, რომლებიც ემსახურება შვილის სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას“, - აღნიშნულის შესახებ სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგის ინა მეცხვარიშვილის სტატიაშია აღნიშნული, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„სკოლა, როგორც ტერმინი, მისი ფუნქციების გათვალისწინებით, არის მეცნიერული, სასწავლო-საგანმანათლებლო და შემოქმედებითი მოღვაწეობების, საშუალებების, რესურსების ერთობლიობა. სკოლა, რომელშიც ყოველდღიურად მიწევს მუშაობა, მთელი მონდომებით ცდილობს სრულყოფილად დააკმაყოფილოს თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებელი, კომპონენტი. თბილისის N106 საჯარო სკოლას თავისი ისტორია გააჩნია, როგორც ყველაფერს ამ სამყაროში. თუმცა თავისი არსებობის განმავლობაში, თავისი წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობის ხანას სკოლა 2013 წლიდან იწყებს.  სწორედ ამ დროიდან დაიწყო სკოლაში მოსწავლეების რაოდენობის ზრდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სკოლა, თავის რეგიონში, ძალიან მოთხოვნადი გახდა და სახელი გაითქვა ისეთი მნიშვნელოვანი მახასიათებლებით, როგორიცაა: უსაფრთხო სკოლა, განათლების მაღალი დონის გადაცემა, პროფესიონალი და გამორჩეული კადრები. სკოლაში ამ კუთხით, მართლაც მისაბაძი მდგომარეობაა. პედაგოგებს შორის მაღალი კოლეგიალობაა, ეს კი ნიშნავს, რომ მუდმივი მზად ყოფნაა თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების უანგარო გაზიარებისთვის. სწორედ ასეთი წარმატებული შიდა მუშაობის ნაყოფიერი შედეგია ის წინსვლა, რასაც სკოლა 2013 წლიდან დღეს-დღეისობის ჩათვლით უხვად განიცდის:

ყოველწლიურად პირველკლასელთა მრავალრიცხოვანი ნაკადის შემოდინება სკოლაში და აქედან გამომდინარე ახალი, უძლიერესი კადრების მიღება,

ბოლო 4 წელია, რაც სკოლა 7 პირველ კლასს ხსნის. აღსანიშნავია, წლევანდელი სასწავლო წელი, როცა ხელმძღვანელმა, ბატონმა თენგიზ გულორდავამ,  14 მაძიებელ, ახალგაზრდა მასწავლებელს მისცა შესაძლებლობა უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა, უკვე პრაქტიკაში გამოეყენებინა.

მოსწავლეების წარმატებები სხვადასხვა ოლიმპიადებსა და ღონისძიებებში, რომელთა შორისაც აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ქვეყნის ეროვნულ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატება, სადაც ჩვენი სკოლის 11 მოსწავლემ დიდ წარმატებას მიაღწია.  

ხელმძღვანელის, ბატონ თენგიზის ინიციატივით, სკოლაში დამკვიდრდა წარჩინებული მოსწავლეებისთვის, სკოლის დასრულებისას, სკოლის ეზოში ვარსკვლავის გახსნა. იდეის განხორციელებას სკოლის ლიდერი წელს შეუდგა და ეზოს 3 წარჩინებული მოსწავლის ვარსკვლავი ამშვენებს, რომლებმაც საქართველოს მასშტაბით, ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგები აჩვენეს. სკოლა ამ სასწავლო წლის დასასრულს 14 მოსწავლისთვის აპირებს ვარსკვლავის გახსნას, რაც ნათლად ასახავს სკოლის წარმატებულ მუშაობას.

სკოლა აქტიურად და წარმატებით ჩაერთო საგანმანათლებლო სივრცეში შემოსულ უპრეცენდენტო პორტალ izrune.ge-ში. პორტალის ფარგლებში შემოღებული სამი ტიტულიდან ,,მეგობრული კლასი“, ,,სუპერ კლასი“, ,,მომავლის კლასი“  გამოვლინდა 19  ,,სუპერ კლასი“, მათგან კი 9 კლასს მიენიჭა უმაღლესი ტიტული ,,მომავლის კლასი“.

აღსანიშნავია, რომ სკოლა აქტიურად ახორციელებს არაერთ პროექტს, რომლებიც ემსახურება შვილის სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას. ამ მიმართულებით, სკოლაში, ხელმ ძღვანელის, ბატონ თენგიზის ინიციატივით დაფუძნდა ე.წ. ,,მამების ფორუმი“, რომელიც, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ემსახურება სკოლასთან მოსწავლეთა მამების აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობას. სკოლამ გამოავლინა ფორუმის ფარგლებში აქტიური მამები, მიანიჭა გამორჩეულად მზრუნველი მამების ტიტული და დააჯილდოვა სამახსოვრო დიპლომებით. ,,მამების ფორუმი“ უპრეცენდენტო მოვლენაა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და საამაყოა რომ ამ მნიშვნელოვან წამოწყებას ჩვენი სკოლის კედლებში ჩაეყარა საფუძველი ხელმძღვანელის ინიციატივით.

აღსანიშნავია, სკოლის ადმინისტრაციის და უშუალოდ, ხელმძღვანელის დიდი როლი ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილ წარმატებაში. ხელმძღვანელი, რომელიც მუდმივად იმის ფიქრსა და მოქმედებაშია, თუ როგორ შეუწყოს ხელი და მიეხმაროს საკუთარ სკოლას წინსვლაში. 2013 წლიდან, არ გავა ერთი სასწავლო წელი ისე, რომ მან თავის მოსწავლეებსა და პედაგოგებს არ დაახვედროს წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებული სასკოლო გარემო, სკოლის ხარჯებით იხვეწება და ვითარდება სკოლის ინფრასტრუქტურა, აღსანიშნავია სკოლის ხელმძღვანელის მიერ წამოწყებულ არაერთ ინიციატივას შორის, ვფიქრობ, ერთ-ერთი გამორჩეული იდეა, რომელიც უანგარო სიკეთის კეთებას ემსახურება და უკვე მესამე წელია, რაც ჩვენი სკოლის ტრადიციად იქცა. ჩვენი სკოლის ხელმძღვანელის, ბატონი თენგიზ გულორდავას ინიციატივით განხორციელებული ე.წ. აქცია ,,გავუთბოთ ერთმანეთს გულები“, თავის სახელწოდებას სრულყოფილად ამართლებს და უამრავ ადამიანში აღვიძებს სიხარულს, ბედნიერებას, იმედს. ძალიან მნიშვნელოვანია იყო გადაწყვეტილების მიმღები, ხელმძღვანელობდე ამხელა სკოლას და ახორციელებდე სწორ ნაბიჯებს, რომელსაც სხვები მიბაძავენ. ბატონი თენგიზი კი სწორედ ამ კეთილი სიტყვით გვაერთიანებს ყველას და საშუალებას გვაძლევს ჩვენი საქმე ვაკეთოთ სრულყოფილად, პირნათლად და ამავდროულად ჩვენი წვლილი შევიტანოთ სიკეთის კეთებაში. სწორედ ეს არის ადამიანის ფუნდამენტური დანიშნულება, რომ გამოავლინოს უანგარო სიკეთე სარგებლის მომტანი საქმით.

ჩემი, როგორც მასწავლებლის მოტივაცია, მწვერვალების დაპყრობის სურვილი ჩემს მოსწავლეებთან ერთად და პროფესიის სიყვარული ერთი-ათად მიძლიერდება, როდესაც  ყოველდღიურად ვაღებ ჩემი სკოლის კარს და შემომანათებს კედლები, რომლებიც, მართლაც არის დიდი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რომელსაც საფუძვლად უდევს ასევე სკოლის დირექტორის, ბატონი თენგიზ გულორდავას იდეები, ხოლო ამ იდეებისთვის ხორცისშემსხმელი კი უბადლო ნიჭის პატრონი, მისი და ჩვენი, მთლიანი სკოლის მეგობარი, ერთ-ერთი შესანიშნავი მხატვარი, ბატონი დავით ასლანიშვილია. ეს ორი ადამიანი, ყოველ ზაფხულს, უქმე დღეებს სკოლაში ატარებს და ურთიერთთანამშრომლობით სკოლას ჯადოსნურ ადგილს ამსგავსებს. დერეფნებში სიარული სიამოვნებას განიჭებს, ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებს. ზოგი კედლიდან სხვადასხვა ზღაპრის გმირი გიყურებს, ზოგი კედლიდან გალაკტიონი და მერი გესალმება, საქართველოს დროშის ფერებში მოხატული შესასვლელის ჭერი უკვე აღძრავს ადამიანში პატრიოტულ სულისკვეთებას, მარჯვნივ გაიხედავ და დიდი თამარი, თავის ლაშქართან ერთად გიმზერს, წინა კედლიდან კი ილია გესაუბრება თავისი ღრმა მზერით. ქვემოთ ჩაივლი და დიდი იაკობის დედა ენა, ქართული ანბანის ყველა ასო და გამთლიანებული საქართველოს ყველა კუთხე მართლაც საოცრებაა. წელს კი ამ დიდძალ შემოქმედებას უკვდავი გრიგოლ ლეონიძის ,,ნატვრის ხე“-ც შეემატა. მარიტა და ფუფალა გვიმზერენ და თითქოს სასწავლო გარემოსი და ამ პპერსონაჟების სამყარო ერთიანდება. და ეს ყველაფერი ჩემი სკოლის კედლებში ხდება. თითქოს რეალურად მოგზაურობ შორეულ წარსულში, მთლიან საქართველოში და უცბად გრძნობ სიამაყეს, ამ ყველაფრის ნაწილი რომ ხარ. თუ არ გინახავთ ჩემი სკოლა, მაშინ გაგიჭირდებათ ამ ყველაფრის წარმოდგენა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა დიდ, ძლიერ, მნიშვნელოვან და ნაყოფიერ გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ჩვენი მოსწავლეების აზროვნებაზე. მათ თვალწინ გადაშლილია ეროვნული ფასეულობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილები და არა გაყინული, „მშრალი“ მომენტებითა და სახეებით, არამედ მთელი თავისი შინაარსობრივი დატვირთვით. ეს ყველაფერი კი, აუცილებლად უნდა ნახოთ. ასე ხდება, როდესაც სკოლის სათავეშია ადამიანი, რომლიც ყოველდღიურად, წელიწადის ყველა დღეს შეუსვენებლად იმის ფიქრშია, თუ საიდან, როგორ, რითი და რანაირად გააუმჯობესოს ამ სასწავლო დაწესებულების გარემო. დაიწყო,როგორც იტყვიან,  ნოლიდან, მოსმენილი მაქვს ნაამბობი, თუ როგორ დადიოდა ირგვლივ მდებარე სკოლამდელ დაწესებულებებში და ესაუბრებოდა მშობლებს, რათა ასმეექვსე სკოლაში შემოეყვანათ შვილები, გამოეჩინათ ნდობა მათდამი და  ამ ნდობას ის გაუმართლებდა. ასეც მოხდა, მეორე წლიდანვე დაეტყო სკოლას  ბატონი თენგიზ გულორდავას ხელი. იგი თავის თანამშრომლებსაც მებრძოლი და მონდომებული სულისკვეთებით ავსებს და დღეს უკვე სკოლა საქართველოს მასშტაბით მოწინავე სკოლებს შორისაა“, - ნათქვამია სტატიაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

სიახლეები
საზოგადოება