მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერჯევის საჯარო სკოლის ექვსმა პედაგოგმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.
სკოლა ამ დიდ წარმატებას სკოლის დირექტორს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მაკა დეკანოიძეს, მათემატიკის მასწავლებელ მელანო წიწილაშვილს, გერმანული ენის მასწავლებელ როდამ დეკანოიძეს, ინგლისურის მასწავლებელ სოფიო გელბახიანს, დაწყებითი კლასების მასწავლებელ თამარ კურცხალიას და მუსიკის მასწავლებელ მთვარისა გოგატიშვილს ულოცავს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.
„უამრავი წელი ემუშაოთ ენერგიულად და წარმატებულად საკუთარი სკოლის წარმოსაჩენად მოსწავლეთა სიყვარულით და მადლიერებით“,-ნათქვამია მერჯევის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს