სიახლეები
სიახლეები

საჯარო სკოლებიდან ბოლო 4 წელში 376 მოსწავლე გაირიცხა - რა მიდგომა აქვს სამინისტროს ამ საკითხზე?
21-10-2019
-
+


ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს საჯარო სკოლებიდან ჯამში 376 მოსწავლე გაირიცხა.  აღსანიშნავია, რომ  მოსწავლეთა გარიცხვის სტატისტიკა წლიდან წლამდე  იკლებს და 2019 წელს 2016 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი თითქმის 10-ჯერ არის შემცირებული. 

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციაში განმარტავს, გარიცხული მოსწავლეების რაოდენობის შემცირების მიზეზი არა სკოლებში არსებული სიტუაციისა და მოსწავლეების ყოფაქცევის გამოსწორება, არამედ სამინისტროს მიდგომაა.

„თუ მოსწავლესთან მიმართებაში ისახება პრობლემები, სკოლა უზრუნველყოფს პრობლემის იდენტიფიცირებას და მოსწავლესთან მუშაობა ხდება მისი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, როგორც აკადემიური, ასევე ქცევის მიმართულებით. შესაბამისად სამინისტრო ცდილობს ნაკლებად იქნეს ეს პრაქტიკა გამოყენებული, რასაც ადასტურებს ის კლებადი სტატისტიკა, რომელიც დანართის სახით არის წარმოდგენილი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ასეთია ბოლო 4 წლის განმავლობაში გარიცხული მოსწავლეების სტატისტიკა:

2016 წელს - 164 მოსწავლე გაირიცხა;

2017 წელს - 110 მოსწავლე გაირიცხა;

2018 წელს - 86 მოსწავლე გაირიცხა;

2019 წელს - 16 მოსწავლე გაირიცხა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ  სამინისტრო არ აღრიცხავს მიზეზებს, რის გამოც მოსწავლეები სკოლიდან  ირიცხებიან.

„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი არ ითვალისწინებს სკოლიდან მოსწავლის გარიცხვის მიზეზების ელექტრონულ სისტემაში ასახვას“, - განმარტავენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა. ხოლო საშუალო საფეხურზე სკოლიდან გარიცხულ  მოსწავლეს უფლება აქვს სწავლა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელოს.  აქვე აღსანიშნავია, რომ სკოლიდან მოსწავლის გარიცხვის უფლება აქვს დისციპლინარულ კომიტეტს. დისციპლინარული კომიტეტი გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრის საშუალებით იღებს. 

ასევე იხილეთ:

აქვს თუ არა სკოლას მოსწავლის გარიცხვის უფლება?!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება