მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სტუდენტების მიერ გამოცდაზე სწორი პასუხების ერთმანეთისგან გადაწერის მცდელობა, ყველგან დანერგილი პრაქტიკაა. ამის თავიდან ასაცილებლად, „საინტერესო“ მეთოდს მიაგნო ინდოეთის ერთ-ერთმა კოლეჯმა, სადაც სტუდენტებს თავზე მუყაოს ყუთები ჩამოაცვეს. ამის შესახებ ინფორმაცია BBC-მ გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, მუყაოს ყუთები პირველკურსელებს, ინდოეთის ბაგეტის წინასაუნივერსიტეტო კოლეჯში, ქიმიის გამოცდაზე ჩამოაცვეს. ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, რასაც კოლეჯის გაკრიტიკება მოჰყვა.
ინდოეთის განათლების სამმართველომ ამას „არაადამიანური იდეა“ უწოდა და სასწავლებლის ხელმძღვანელობა გააფრთხილა. კოლეჯის ადმინისტრაციამ კი მომხდარი „ექსპერიმენტს“ მიაწერა და ბოდიშიც მოიხადა. მათი განმარტებით, ყუთები გადაწერის თავიდან აცილებისთვის გამოიყენეს და მათი მიზანი სტუდენტების დამცირება არ ყოფილა.
ადმინისტრაციის განცხადებით, „ექსპერიმენტი“ სტუდენტების თანხმობით ჩატარდა.
„რაიმე სახის იძულება არ ყოფილა. ფოტოში ხედავთ, რომ ზოგ სტუდენტს მუყაოს ყუთი საერთოდ არ უკეთია... მათმა ნაწილმა ყუთი გამოცდის დაწყებიდან 15-20 წუთში მოიხსნა, ხოლო ერთი საათის შემდგ კი ჩვენ ყველა სტუდენტს ვთხოვეთ ყუთის მოხსნა“, - განაცხადეს ადმინისტრაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა