მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ სასკოლო კურიკულუმის განვითარების და დანერგვის ფარგლებში, ქუთაისის N36 საჯარო სკოლის IIIდ კლასში (პედაგოგი ირმა კოჭბიანი) ქართულ ენაში გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტი ხათუნა ფირცხალაშვილი, ექსპერტის თანაშემწე ნათია გვილავა და სკოლის დირექტორი თენგიზ თაბუკაშვილი ესწრებოდნენ.
„გაკვეთილი თემა: „სწავლა“. ძირითადი რესურსი - ტექსტი: „რას გვასწავლიან წიგნები“.
გაკვეთილი წინარე ცოდნის გააქტიურებით, წინა გაკვეთილზე შესრულებული კომპლექსური დავალების გასიტყვებით დაიწყო. (სამიზნე ცნება: „ინტერპრეტირება“. ტექსტის გაგრძელება და ილუსტრაციებით გაფორმება)
მოსწავლეებმა საინტერესო და შინაარსიანი ნამუშევრები წარმოადგინეს და მიიღეს მასწავლებლის განმავითარებელი უკუკავშირი. კიდევ ერთხელ მოხდა ტექსტზე ინტერაქცია. მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა ახალი კომპლექსური დავალების შექმნა. (სამიზნე ცნება - „წერაა“) - შექმენით თხზულება სათაურის მიხედვით: „ადამიანი უწიგნურობით ბრმაა“.
მასწავლებელმა მოსწავლეებს შეახსენა, რა ხერხები უნდა გამოიყენონ წარმატებული წერისთვის. დასრულების შემდეგ განიმარტა პრეზენტაციები.
გაკვეთილმა თანამშრომლობით ატმოსფეროში ჩაიარა. გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა სამინისტროს ექსპერტებისგან კონსტრუქციული უკუკავშირი მიიღო“, - ნათქვამია ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს