სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლების ასისტენტებად კლასში შესაძლოა, სტუდენტები შევიდნენ
21-10-2019
-
+


სტუდენტები მასწავლებლის ასისტენტად მუშაობას შეძლებენ. საკანონმდებლო ცვლილებაზე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი მუშაობს. მისი დანერგვა კი სავარაუდოდ, 2020-2021 სასწავლო წლიდან იგეგმება.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სტაჟირება 2 წლიანი იქნება და მსურველები ანაზღაურებას არ მიიღებენ.

როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრმა გენადი მარგველაშვილმა etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, საკითხთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა კომიტეტში უკვე იყო. მისი თქმით, ინიციატივა ძალიან საინტერესოა და იმ კლასებში, სადაც ბევრი მოსწავლეა, ასისტენტის შესვლა საგაკვეთილო პროცესის მაქსიმალურ პროდუქტიულობას შეუწყობს ხელს.

 „ეს არის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამს ჯაშის ინიციატივა, რომელსაც მხარს ვუჭერთ. ნიუანსები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია - რამდენად ეფექტური იქნება მასწავლებელთან ერთად კლასში ასისტენტის შესვლა, რამდენად დიფერენცირებული იქნება ეს დიდ და პატარა სკოლებში, სად უფრო ეფექტური იქნება და სხვა დეტალები. 

თქვენ იცით, რომ არის კლასები, სადაც 35 ბავშვია და არის კლასები, სადაც მხოლოდ 7 მოსწავლეა. ეს ყველაფერი კარგად არის ჩამოსაყალიბებელი და მხოლოდ ამის შემდგომ გავიტანთ ამას მოსმენაზე. ინიციატივა ჩვენს ახალგაზრდებს მისცემს გაკვეთილზე თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ინიციატივა შესაძლოა საპილოტე ფორმატში განხორციელდეს და ასისტენტები მხოლოდ დიდ სკოლებში შევიდნენ.

„წელს უკვე დაწყებულია სასწავლო პროცესი და სიახლის შეტანა უფრო რთული იქნება, თუმცა თუ ეს ინიციატივა მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული და პარლამენტი მიიღებს, მაშინ მომავალი სასწავლო წლიდან უკვე შესაძლებელი იქნება ასისტენტების სკოლაში შესვლა.

კანონპროექტი უნდა ჩამოყალიბდეს და ამის შემდგომ თუ პარლამენტი დაამტკიცებს მაქსიმალურად სწრაფად ვეცდებით განვახორციელოთ ეს ცვლილება. შესაძლოა საპილოტე პროექტი იყოს თავიდან და მხოლოდ დიდ სკოლებში შევიდნენ ასისტენტები, ჯერჯერობით ეს დეტალები დასაზუსტებელია, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ინიციატივა ძალიან საინტერესოა. მასწავლებლის და ასისტენტის ერთ კლასში შესვლას მივესალმები, რადგან ეს გაკვეთილი პროდუქტიულობასაც შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება