მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეული კედლის გაზეთების გამოფენით დასრულდა.
კონკურსში საბაზო და საშუალო საფეხურის კლასები მონაწილეობდნენ.
გაზეთები ქართულენოვანი იყო და მოსწავლეების მიერ მასწავლებლებზე დაწერილი ესეები იყო გამოქვეყნებული.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ყველაზე ორიგინალურმა მე-12 კლასელების კედლის გაზეთმა გაიმარჯვა.
მე-2 და მე-3 ადგილზე IX და X კლასები გავიდნენ. კონკურსის ორგანიზატორი კონსულტანტ-მასწავლებელი ლალი მარგიანი გახლდათ.
მასწავლებელთა პროფესიულ დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ იუნესკო-ს მიერ 1994 წელს დაწესდა. 1966 წლის 5 ოქტომბერს პარიზის მთავრობათაშორის კონფერენციაზე შეიქმნა პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განათლების სფეროს მუშაკთა სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავდა. მასში გათვალისწინებული იყო მასწავლებელთა უფლება-მოვალეობები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი, სამუშაოზე აყვანისა და შრომის პირობების განმსაზღვრელი საერთაშორისო ნორმები. მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100–ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს