„ეტალონი“ მოსწავლეების წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - ზუგდიდში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
16 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.II ტური 12 ნოემბერს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი კახა ფარცვანია:„როგორც ყოველ წელს, „ეტალონის“ ჩემპიონატმა წელსაც ძალიან ორგანიზებულად ჩაიარა. სკოლის დონეზე გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდნენ. მოლოდინი მაქვს, რომ საქართველოს „ეტალონის“ მოსწავლე ჩვენი რეგიონიდან იქნება.
„ეტალონში“ მონაწილეობა ინტელექტს თითქმის ყველა მიმართულებით მოითხოვს, ამიტომ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მოსწავლე, რომელიც „ეტალონისთვის“ ემზადება, ცდილობს ბევრი მასალა წაიკითხოს. მე მგონია, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი, ზოგადად, მოსწავლეების ერუდიციისთვის, წარმატებისთვის, შემდგომი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ზამირა ღადუა:„ეტალონთან“ აქტიურად ვთანამშრომლობთ. პირველი ტურიც ძალიან საინტერესოდ ჩატარდა. 500-კაციანი დარბაზი რომ შევსებული იყო და ახალგაზრდები ფეხზე იდგნენ, ეს მოწმობს პროექტის მიმართ მაღალ ინტერესს.
შეკითხვები საინტერესო და თანამედროვეობას მორგებული იყო. ვფიქრობ, „ეტალონთან“ ჩვენი შემდგომი ურთიერთობაც ძალიან საინტერესო იქნება.
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ცქვიტაია:„ყველა ტიპის შემეცნებითი აქტივობა, ინტელექტუალური თამაში, რომელიც მოსწავლის აღზრდას, მისი ღირებულებებს განვითარებას უწყობს ხელს, ჩემთვის მისაღებია და მსგავს პროექტებს ხელს ყოველთვის შევუწყობ. ისინი მოსწავლეებში არაერთ მნიშვნელოვან უნარს ავითარებს და ქმნის მზაობას კონკურენტულ გარემოში რეალიზებისათვის.
მიმაჩნია, რომ „ეტალონი“ ერთ-ერთი ასეთი კონკურსია და მე მას მუდმივად შევუწყობ ხელს.
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ჯენეტი ფარცხავა:„შემდეგი ეტაპისთვის ძალიან მაღალი მოლოდინები გვაქვს. მოსწავლეებს კონკურსი ძალიან მოეწონათ. უბრალოდ მერვეკლასელებმა, სადაც თავი იყო შესაკავებელი, თავიანთი აზრი მაინც დააფიქსირეს და ამით ქულები დაკარგეს.
მომდევნო ეტაპზე 3-4 ბავშვისგან მაღალ ქულებს ველოდები. ძალიან დიდი მადლობა „ეტალონს“.
ინგირის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ ახალაია:„ეტალონის" პირველი ეტაპი კარგად ჩატარდა. მოსწავლეებს, როგორც ვიცი, კარგი შედეგები აქვთ და შემდეგისთვის უკეთესად მოემზადებიან. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. ბავშვებს განათლებას აძლევს და ისინი სასწავლო პროცესის დროს უფრო მეტად მონდომებულები და მომზადებულები არიან.
ინგირის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მანანა ქირია:„ჩვენს სკოლაში „ეტალონი" წლებია ტარდება, შესაბამისად, გარკვეული გამოცდილება გვაქვს. როგორც ყოველთვის, ტესტირებამ წელსაც კარგად ჩაიარა. ბავშვები „ეტალონში“ აქტიურად არიან ჩართულები.
გარკვეულ კლასებში უკეთესი მოლოდინი მქონდა. ტესტირებას მეთერთმეტეკლასელებმა ყველაზე უკეთ გაართვეს თავი, რაც არ გამკვირვებია. ვფიქრობ, რომ ბავშვები წიგნებს უფრო მეტად წაიკითხავენ და მიღებულ ცოდნას გაიაზრებენ.
განმუხურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ჯიბლაძე:„ეტალონის" ჩემპიონატმა ძალიან ორგანიზებულად ჩაიარა. ძალიან დიდი აქტივობა იყო და მოსწავლეები ხალისიანად იყვნენ განწყობილები. მგონი, შედეგები ცუდი არ არის. გვყავს სამი ბავშვი, რომლებმაც მაღალი ქულა აიღეს. მოლოდინი გვაქვს, რომ შემდეგ ეტაპზეც კარგად ითამაშებენ.
განმუხურის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი შოთა ჯოლოგუა:„რამოდენიმე მოსწავლემ პირველ ეტაპზე ზღვარი გადალახა. მოლოდინი ოპტიმისტური მაქვს.
„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. ძალიან კარგი იქნება, მომავალშიც თუ აქტიურად გაგრძელდება. ბავშვებს აინტერესებთ და აქტიურად არიან ჩართულები. კითხულობენ რა შედეგი მიიღეს, შემდეგ განვიხილავთ და ა.შ. დიდ გამოცდილებას იღებენ და ახალ ცოდნას იძენენ.
ჯუმის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ბუკია:„ეტალონმა“ მშვიდ გარემოში ჩაიარა. პედაგოგ ხათუნა ჯიქიას ძალისხმევით, კონკურსი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. მისივე ძალისხმევით, მოსწავლეები ძალიან კარგად მომზადებულები აღმოჩნდნენ. მან მოსწავლეებთან ძალიან ბევრი იმუშავა. ქულებიც საკმაოდ მაღალი დაფიქსირდა. მერვე კლასის ექვსმა მოსწავლემ 90- 95 ქულები მიიღო. მაღალი ქულები სხვა კლასის მოსწავლეებმაც მიიღეს, თუმცა მერვე კლასი განსაკუთრებული იყო.
ჯუმის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა ჯიქია:„ჩვენი მოსწავლეები ძალიან დიდი ენთუზიაზმით იყვენენ განწყობილები. შეკითხვებიც ძალიან მოეწონათ. მოსწავლეებმა ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი თვითონ გამოთქვეს. 75, 80, 90 - ბავშვებმა დაახლოებით ასეთი ქულები მიიღეს და ძალიან გახარებულები ვართ. აქედან გამომდინარე შემდეგ ეტაპზე უკეთეს შედეგებს ველოდებით. გაკვეთილების შემდეგ ვრჩებით და ვმეცადინეობთ, რადგან უკეთესი ქულები გვინდა გვქონდეს.
ალერტკარის (გრიგოლიშის) საჯარო სკოლის დირექტორი ნუკრი ბერიშვილი:„მეორე ეტაპისთვის მოლოდინები ოპტიმისტური მაქვს. შარშან ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე რაიონის საუკეთესო სამეულში მოხვდა. ვნახოთ წელს რა იქნება.
„ეტალონი“ კარგი პროექტია. იქიდან გამომდინარე, რომ მოსწავლეებს „ეტალონში“ მონაწილების მიღება უფასოდ შეუძლიათ, მათთვის მეტად ხელმისაწვდომია და ჩართულობაც უფრო მაღალია.
ალერტკარის (გრიგოლიშის) საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თამარ ივარდავა:„წელს ბავშვები ძალიან მოტივირებული იყვნენ. შარშან ჩვენი მოსწავლე მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამეულში გავიდა და ამან მოსწავლეებში მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა. პირველი ეტაპის ტესტირება კარგ პირობებში ჩატარდა. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მოსწავლეებს. ვნახოთ რა იქნება.