ფერიის საჯარო სკოლის აფხაზური ენის შემსწავლელ ჯგუფში ღია გაკვეთილი ჩატარდა
22-10-2019
დაკოპირებულია
-
+
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერიის საჯარო სკოლის აფხაზური ენის შემსწავლელ ჯგუფში, ღია გაკვეთილი ჩატარდა.
აფხაზური ენის გაკვეთილსა და სკოლის მოსწავლეების მიერ აფხაზურ ენაზე შესრულებულ ლიტერატურულ პერფორმანსს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ სკოლას საჩუქრად წიგნები, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის რუკები და სპორტული ინვენტარი გადასცეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფერიის საჯარო სკოლას აფხაზური ენის პოპულარიზაციისათვის მადლობა გადაუხადა.
გაკვეთილს პედაგოგი ლიანა აიკუცბა ხელმძღვანელობდა.
ღია გაკვეთილს ასევე დაესწრნენ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ხელვაჩაურის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ნევრესტან დიდმანიძე და სახალხო მოძრაობა „ქართულ-აფხაზური საგას“ წარმომადგენლები.