მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ, მოადგილეებთან, რესურსცენტრის ხელმძღვანელთან და სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-ს ავტორთან გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად 83 წლის პედაგოგს იზოლდა შერვაშიძეს იუბილე მიულოცა და მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
იზოლდა შერვაშიძე 1936 წლის 21 ოქტომბერს, სოფელ ორცვაში, პედაგოგების ოჯახში დაიბადა. თვითონაც მასწავლებლის პროფესია აირჩია და 47 წლის განმავლობაში ზედა ბზუბზუში, დაწყებითი კლასების პედაგოგად წარმატებით მუშაობდა. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის „შრომის ვეტერანის“ (1987წ) და „აჭარის დამსახურებული მასწავლებლის“ წოდებები (1996წ).
შეგახსენებთ, რომ izrune.ge-ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი მანამდე ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებს და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა კი აჭარის ა/რ სკოლების მოსწავლეების ჩართულობის და პორტალის სიახლეების განხილვა იყო. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე აჭარის ა/რ ნებისმიერ მოსწავლეს izrune.ge-ს ტესტების გავლა უფასოდ შეეძლება.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა