სიახლეები
სიახლეები

ითვლება თუ არა საპატიოდ ავადმყოფობის გამო სკოლის გაცდენა და რა დროს არის სავალდებულო მოსწავლის შინ სწავლების რეჟიმზე გადაყვანა?
22-10-2019
-
+


ავადმყოფობის გამო სკოლის გაცდენა, ცალკეული გამონაკლისების გარდა, მოსწავლეს საპატიოდ არ ეთვლება. იმ შემთხვევაში თუ სასწავლო წლის გამავლობაში, თითოეულ საგანში გაცდენილი საათების რაოდენობა 30 %-ს გადააჭარბებს, მოსწავლეს ექსტერნის გამოცდის ჩაბარება მოუწევს. 

აღნიშნული საკითხის შესახებ დეტალები etaloni.ge-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დააზუსტა.  

„გაცდენა არის გაცდენა. მოსწავლემ ცუდად ყოფნის გამო, ცნობა მიიტანოს და საპატიოდ ჩაუთვალონ - ასე არ ხდება, რადგან მოსწავლე გაკვეთილს არ ესწრებოდა. მაგრამ თუ მაგალითად, ბავშვმა მოიტეხა ფეხი, ან გაიკეთა ოპერაცია და არ შეუძლია სკოლაში მისვლა და ამის დამადასტურებელი ცნობა აქვს, მას ინდივიდუალური გაკვეთილები უტარდება, ან პედაგოგები მიდიან მოსწავლესთან სახლში ან დისტანციურად ხდება ამ ბავშვთან  მუშაობა“, - განაცხადეს სამინისტროში.

ეროვნულ სასწავლო გეგმის თანახმად, მოსწავლის გაცდენები აღირიცხება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში. თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში, კონკრეტული საგნისთვის სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი გააცდინა, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს სჭირდება მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადით, სკოლა ვალდებულია  ის შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს.

როგორც ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს, მოსწავლეები, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას ერთ თვეზე მეტი ვადით და ეს სკოლისთვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე ხდება ცნობილი, დაწესებულება ვალდებულია დაადგინოს განრიგი, რომლითაც სკოლის მიერ განსაზღვრული მასწავლებელი/მასწავლებლები განახორციელებს მოსწავლესთან ვიზიტს.

შინ სწავლების პროცესში რეკომენდებულია დისტანციური სწავლების ფორმის გამოყენება. ამასთან სკოლამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლისთვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნისთვის კვირაში მინიმუმ 1 გაკვეთილის ჩატარება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება