მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის, თბილისის N90 საჯარო სკოლის 12 წარჩინებული მეათეკლასელი ლეპტოპებით დააჯილდოვა.
მოსწავლეთა დაჯილდოება ისანი-სამგორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაიმართა.
რესურსცენტრის თანამშრომლებმა და რესურსცენტრის უფროსმა მეგი როსტიაშვილი-წიკლაურმა წარჩინებულ მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში მიულოცა და გადასცა კომპიუტერები.
რესურსცენტრის უფროსმა იმედი გამოთქვა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს და მათ მიზნის მიღწევაში დაეხმარება.
თბილისის N90 საჯარო სკოლის დირექცია და პედკოლექტივი X კლასის მოსწავლეებს: ლუკა ანდღულაძეს, საბა ბერიშვილს, მათე და ერეკლე ბერიძეებს, ლალი კალანდაძეს, მარიამ ჟიჟიაშვილს, ნიკოლოზ ბარათელს, ნინო გუჯეჯიანს, ანანო ნეფარიძეს, მარიამ ჟივიძეს, ელენე ტაბატაძეს და მარიამ ჯაჯანიძეს ულოცავს დამსახურებულ ჯილდოს და შემდგომ წარმატებებს სწავლაში უსურვებს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს