მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარაში სკოლის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.
სოფელში არსებული სკოლის შენობა 1990-იან წლებში დაიწვა, სასწავლო პროცესი კი ყოფილი ამბულატორიისა და საბჭოს შენობებში მიმდინარეობს.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეები სკოლის ახალ შენობაში 2020-2021 სასწავლო წლიდან ისწავლიან.
„ჯვარაში მიმდინარეობს სკოლის ახალი შენობის მშენებლობა, რამაც დიდი სიხარული გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში, რადგან შეწყდება მიგრაცია სოფლიდან და მშობლებს არ ექნებათ სადარდებელი მათი შვილების ბედი, თუ სად გააგრძელებენ სწავლას.
მოგეხსენებათ, სოფელში არსებული სკოლის შენობა 1990-იან წლებში დაიწვა, დარჩა სოფელი სკოლის გარეშე. იმ დროიდან სწავლა მიმდინარეობს ყოფილი ამბულატორიისა და საბჭოს შენობებში, რაც თავის მხრივ საშიშია მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის, რადგან ორივე შენობა ავარიულია.
დიდი მადლობა თეთრიწყაროს გამგეობას, ადგილობრივ რესურსცენტრს, იმ სამშენებლო კომპანიას, რომელიც გულმოდგინედ ახორციელებს დაგეგმილ სამუშაოებს, რათა სოფელი კიდევ უფრო მიმზიდველი და სრულყოფილი გახდეს და ჯვარაში მცხოვრებ მომავალ თაობას ჰქონდეს იმისი საშუალება, რომ 2020-2021 სასწავლო წლიდან ისწავლონ სკოლაში, რომელიც ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს“, - ნათქვამია ჯვარას საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს