მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იცოდით, რომ ოთახის მცენარეებს ოჯახში წარმატება, იღბალი, ბარაქა და სიმყუდროვე მოაქვთ. ჩვენ წარმოგიდგენთ 10 ოთახის ყვავილს, რომელიც ოჯახურ ბედნიერებს შეგიქმნით.
ია - მას მშვიდობის ყვავილს ეძახიან. იმ ოჯახის წევრები, სადაც ეს ყვავილი ხარობს, ერთმანეთში არასოდეს ჩხუბობენ. ია ერთგულების სიმბოლოც არის, თუ რთული პერიოდი გაქვთ ია იყიდეთ.
ჩინური ვარდი - ეს ყვავილი მშვიდობისა და ვნების სიმბოლოა.
კალათია - ის კარგი საჩუქარია წყვილისთვის, ვისი ქორწინებაც ჩაშლის პირზეა. ის ოჯახს გადაარჩენს.
კრასულა - არის ბარაქის ხე. ის ბარაქასთან ერთად, ოჯახში წარმატებას მოგიტანთ. ფენშუის მიხედვით, ეს ყვავილი სასწაულია და ყველას უნდა ჰქონდეს სახლში.
სტაფილიუმი - მას ქალური ბედნიერების სიმბოლოს უწოდებენ. თუ მეუღლესთან ან დედამთილ-მამამთილთან ურთიერთობა დაგეძაბათ, ქოთანში ეს მცენარე დარგეთ. ეს ყვავილი უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა ოჯახსაც, სადაც ბავშვის ყოლაზე ოცნებობენ.
ხოია - ბევრგან ეს ყვავილი სიყვარულში გამოტყდომის სიმბოლოა. ის საძინებელში უნდა განათავსოთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მას არ უყვარს გადაადგილება.
მირტი - ახალგაზრდა ოჯახისთვის საუკეთესო საჩუქარია. მას ბედნიერება და ურთიერთგაგება მოაქვს.
ანტორიუმი - მამაკაცის თილისმააა, მას მამაკაცური ბედნიერების სიმბოლოდ თვლიან.
ოქსალისი - ეს მცენარე მეორე ნახევრის პოვნაში დაგეხმარებათ. მას ზოგან „ბედნიერების სამყურასაც“ ეძახიან, ზოგან - სიყვარულის ყვავილს.
ქლოროფიტუმი - კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის მომტანია, ჰაერის გაწმენდის კარგი უნარი აქვს. ის უნდა შეიტანოთ ახალგარემონტებულ სახლში, საღებავების სუნს სწრაფად შთანთქავს. საოფისე გარემოსთვისაც კარგია, სადაც ბევრი ხალხი მუშაობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.