მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზემო ნატანების საჯარო სკოლაში პროექტი - „რამდენად სასარგებლო და საზიანოა კომპიუტერი“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა კომპიუტერის დადებით და უარყოფით მხარეებზე იმსჯელეს.
„პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეანალიზებინათ თუ რაოდენ სახიფათოა მათთვის და მათი ცხოვრებისათვის, პირველ რიგში, ჯანმრთელობისათვის, კომპიუტერი; რომ მასზე არ უნდა იყვნენ დამოკიდებულები; რომ უნდა იმუშაონ ზომიერად და გაითვალისწინონ ექიმისა და ფსიქოლოგის რჩევა.
ასე კი ისინი შეძლებენ ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას, ინფორმაციის გადამუშავებას, გაანალიზებას და დასკვნების გამოტანას; ასევე გაითავისებენ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებამ“, - ნათქვამია ზემო ნატანების საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
პროექტში V და VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პროექტის ხელმძღვანელი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი მარინა ზოიძე გახლდათ.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს