სიახლეები
სიახლეები

იქნება თუ არა მასწავლებლის ასისტენტობა ანაზღაურებადი? - 2 კრიტერიუმი, რითაც კანდიდატებს შეარჩევენ
23-10-2019
-
+


როგორც ცნობილი გახდა, სტუდენტები მასწავლებლის ასისტენტად მუშაობას შეძლებენ. საკანონმდებლო ცვლილებაზე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი მუშაობს. მისი დანერგვა კი სავარაუდოდ, 2020-2021 სასწავლო წლიდან იგეგმება.

კანონპროექტის დეტალების შესახებ, თავად ინიციატივის ავტორი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარე მარიამ ჯაში საუბრობს. დეპუტატის განმარტებით, პროგრამა ორწლიანი იქნება და როგორც დამამთავრებელი კურსის სტუდენტებზე, ისე კურსდამთავრებულებზეც იქნება გათვლილი.

როგორც ჯაში ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას აცხადებს,  ასისტენტებს თავად სკოლები შეარჩევენ. ჯერჯერობით უცნობია იქნება თუ არა ეს ანაზღაურებადი, თუმცა მიმდინარეობს მსჯელობა, რომ პროგრამაში ჩართულმა პირებმა სიმბოლურად, მინიმალური ანაზღაურება მაინც მიიღონ.

„ანაზღაურების შემთხვევაში, სკოლის გადაწყვეტილება იქნება კონკრეტული სტუდენტისა და ახალგაზრდის დასაქმება, ხოლო ანაზღაურების წესი თავად მინისტრის ბრძანებით იქნება განსაზღვრული. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ  მინიმალური სიმბოლური ანაზღაურება მაინც ექნებათ ასისტენტებს. თუმცა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სტიმული მათთვის პროფესიული ზარდა იქნება. 

ახალ კურსდამთავრებულებს ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა მუშაობა დაიწყონ, თუნდაც ნებისმიერი პროფესიით, რადგან ყველა  პოზიციაზე გამოცხადებულ ვაკანსიაში მოითხოვენ 2-3 წლიან გამოცდილებას. ამიტომ ჩვენ ვაძლევთ საშუალებას დაიწყონ პირველი პროფესიული გამოცდილება, რომლებიც მათ შრომით სტაჟში ჩაეთვლებათ და ბუნებრივია გზას ვუხსნით, როგორც განათლების სისტემაში, ისე სხვა მიმართულებითაც“, - აღნიშნავს კომიტეტის თავჯდომარე.

მისივე თქმით, ასისტენტები ორი ძირითადი კრიტერიუმით შეირჩევიან. პირველი ეს არის 180 კრედიტი, ანუ უნდა იყოს ბაკალავრიატის დამამათავრებელი კურსის სტუდენტი, მეორე კი იქნება პროფესია, თუ რა მიმართულება აქვს ახალგაზრდას გავლილი.

„პირველ ეტაპზე ჩვენ ვსაუბრობთ რომ დაწყებით კლასებში შესაძლოა შევიდეს ნებისმიერი პროფესიის სტუდენტის ან კურსდამთავრებული, ხოლო საშუალო და მაღალ კლასებში საგნობრივი პროფესიის მქონე განათლების მქონე ახალგაზრდები იქნებიან.

ამასთან, ასისტენტებს ორწლიანი მუშაობის პერიოდში ვალდებულება ენებათ პირველ წელს გაიარონ მასწავლებლის ასისტენტის სპეციალური პროგრამა, რომელიც მასწავლებლის სახლის ბაზაზე იქნება, რომლის წარმატებით დასრულების შემდგომ მათ საშუალება ექნებათ ბოლომდე მიიყვანონ ორწლიანი პროგრამა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

„სასწავლო პროცესის ასისტენტი არის ხანგრძლივი გამოცდილების პრაქტიკა, რომელიც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნებში ორ ჯგუფად იყოფა. ეს არის უშუალოდ მასწავლებლის ასისტენტი და არის განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ასისტენტი“ - განმარტავს ჯაში და ასისტენტის დასაქმების მიმართულებებზეც საუბრობს. 

„პედაგოგის უფლება-მოსილება იქნება ის თუ რას დაავალებს ასისტენტს. ეს არ იქნება სამინისტროს მიერ გაწერილი საქმიანობა. თითოეულ სკოლას როგორც ქალაქში, ისე სოფელში აქვს თავისი საჭიროებები და თითოეული სკოლის გადაწყვეტილება იქნება კონკრეტულად რა მიმართულებით დაასაქმებენ ასისტენტებს“, - აღნიშნავს დეპუტატი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება