მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თიანეთის მუნიციპალიტეტის სიონის საჯარო სკოლას 10 უფროსი და 5 წამყვანი პედაგოგი ჰყავს.
„სიონის საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე. ისინი აქტიურად არიან ჩართულები მასწავლებლის სახლის ტრენინგებსა და სასწავლო კურსებში. ახალ მეთოდებს აქტიურად ნერგავენ საგაკვეთილო პროცესში და ცდილობენ ინოვაციური მეთოდებით აამაღლონ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება და მისაღწევი შედეგები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, მასწავლებლების კეთილგანწყობა „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისადმი“, რაც გამოიხატება იმაში, რომ 21 პედაგოგიდან 10 უფროსი მასწავლებელია, სექტემბერში კი 5 პედაგოგმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიიღო. სულ თიანეთის რაიონში 7 წამყვანი მასწავლებელია, აქედან 5 სიონის სკოლაში ასწავლის“, - ნათქვამია სიონის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს