ადგილები, სადაც ხელფასს მხოლოდ იმიტომ გადაგიხდიან, რომ იქ იცხოვროთ
23-10-2017
დაკოპირებულია
-
+
დედამიწაზე არსებობს ადგილები, რომლებიც მცხოვრებლებს ეძებენ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
სასკაჩევანის პროვინცია, კანადა - ეს ადგილი არაჩვეულებრივ შანსს ახალ კურსდამთავრებულებს აძლევს. ახალგაზრდებს 20 ათას კანადურ დოლარს გადაუხდიან პროვინციაში 7 წლის განმავლობაში ცხოვრებასა და მუშაობაში.
ნიაგარას ჩანჩქერი, აშშ - გინდათ იცხოვროთ ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას და თან თანხაც მიიღოთ. აქ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს 7 000 დოლარს სთავაზობენ, ადგილობრივ საწარმოებში 2 წლით მუშაობისთვის.
დეტროიტი, მიჩიგანის შტატი, აშშ - "დასავლეთის პარიზი", "აშშ-ის საავტომობილო დედაქალაქი", მართალია თითქმის დაცარიელებულმა ქალაქმა ეს დიდებული წოდებები დაკარგა მაგრამ მაინც მიმზიდველია. პროგრამა Challenge Detroit, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, ყოველთვიურად 2 500 დოლარს გადაუხდიან, თუ დეტროიტში იცხოვრებენ და იმუშავებენ.
ალასკა, აშშ - თუ გიყვართ ზამთარი, თოვლი და არ გაშინებთ დაბალი ტემპერატურა, ალასკაზე ცხოვრება თქვენთვის იდეალურია. აქ სპეციალისტებს, რომლებიც თანახმა არიან იმუშაონ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა კატასტროფულად მცირდება, თანხას გადაუხდიან. ერთადერთი პირობაა - უნდა იცხოვროთ ალასკაზე არანაკლებ 1 წელი.
პონგა, ასტურია, ესპანეთი - არაჩვეულებრივი პატარა სოფელი ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ ახალგაზრდა წყვილს, რომელიც სოფელში გადავა საცხოვრებლად, 3 ათას ევროს სთავაზობენ.
კერტისი, ნებრასკა, აშშ - ქალაქში ყველას შეუძლია მიწის ნაკვეთის მიღება, თუკი ის ქალაქის გასაუმჯობესებლად რაიმე ღირებულ იდეას შესთავაზებს.