მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-6 და მე-11 კლასის მოსწავლეები ექსკურსიებზე იმყოფებოდნენ.
„კერძოდ კი ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ლარისა ტომარაძე) მოაწყვეს შემეცნებითი ექსკურსია მარშრუტით ქვედა სიმონეთი-ტყიბული-ამბროლაური-ონი-ქვედა სიმონეთი.
მოსწავლეები მოხიბლულნი დარჩნენ აღნიშნული მხარის გეოგრაფიული მდებარეობით და ისტორიულ-ეთნოგრაფიული თავისებურებებით. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ნიკორწმინდის ტაძარი, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს მონტაჟი „მძლავრი ნიკორწმინდა“.
ასევე საინტერესო და შთამბეჭდავი ექსკურსია ჰქონდათ მე-11 კლასის მოსწავლეებს (დამრიგებელი ნათია გიორგაძე) ისტორიული მესხეთის მიმართულებით, რომლის მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთის ღირსშესანიშნაობების მონახულება, ასევე მათი ინტერესისა და პატივისცემის გრძნობის გაღვივება ძველი ქართული კულტურის მიმართ. ნანახით განცდილი შთაბეჭდილებები დიდხანს გაჰყვება მათ მეხსიერებას“, - ნათქვამია ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პრაქტიკული რჩევები ბაღის პედაგოგებისა და მშობლებისთვის - ბავშვებში სურსათის გადაცდენის რისკის შესამცირების გზები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა