მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შესაძლოა თუ არა პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესი გადაიხედოს? - აღნიშნული კითხვით პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრმა გენადი მარგველაშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს ირინა აბულაძეს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მიმართა.
„ხომ არ იქნება ეს თანაბრობის პრინციპით, რომ ბავშვი სადაც ცხოვრობს იმ ტერიტორიასთან ახლოს მყოფ სკოლაში დარეგისტრირდეს და არა ვთქვათ ვარკეთილში მცხოვრები ადამიანი გლდანში დარეგისტრირდეს და გლდანში მცხოვრები საბურთალოზე. იგეგმება თუ არა ამ მხრივ ცვლილებები?“ - იკითხა მარგვერლაშვილმა.
აღნიშნულ კითხვის საპასუხოდ, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ პირველკასელთა რეგისტრაციის სისტემა მრავალდონიანია და მისი ცვლილება მარტივი არ არის. ამასთან, მშობლების მხრიდან სულაც არ არის მოთხოვნა, რომ ბავშვები თავიანთ სახლებთან ახლოს მდებარე სკოლებთან ატარონ.
„პირველკასელთა რეგისტრაციის სისტემა მრავალდონიანია. წელს პირველად გავაკეთეთ გამონაკლისის სახით და დავამატეთ ისეთი დონე როგორიცაა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების პრივილეგირება, რომ პირველ რიგში მათ აერჩიათ სკოლა, შემდგომ იმ მოსწავლეებს, რომლის დედმამიშვილიც სწავლობს იმ სკოლაში და შემდგომ საყოველთაო რეგისტრაცია იყო.
დიახ, ხელმისაწვდომობის პრობლემა არის განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, მაგრამ სკოლის ქუჩებთან მიბმას ვერ ვაკეთებთ, რადგან პირველი ჩაწერის სისტემა ამ ქვეყანაში არის გადასახედი, ვინაიდან ნებისმიერ მშობელს შეუძლია ერთი კვირაში გადაწეროს მოსწავლე სხვა ბინაში. ამის გაკონტროლება, სად აქვს ფაქტობრივი მისამართი და რად ცხოვრობს, რთულია.
მეორეს მხრივ ჩვენ სანამ არ დავთვლით რომელ უბანში რამდენი მოსწავლე ცხოვრობს, რამდენი სკოლა არის იმ უბანში რა დისტანციებზე, განვსაზღვრავთ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ მიწებს, სადაც შეიძლება სკოლების აშენება - ეს იქნება დაღუპვა.
ახლა ვაანალიზებთ რომელი უბნებიდან დადიან სკოლებში მოსწავლეები. დეტალურად ჩავყვებით და ძალიან საინტერესო სურათი დაიდება აქაც. რადგან მშობლების მხრიდან სულაც არ არის მოთხოვნა რომ ბავშვები თავიანთ სახლებთან ახლოს მდებარე სკოლებთან ატარონ“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა