მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის სახლს აქვს ორი პროგრამა, რომელშიც თითქმის იდენტური პირობებია. „მასწავლებლის ეროვნული სკოლაში“ სწავლის მსურველებისთვის რეგისტრაცია 20 ოქტომბერს დასრულდა, ხოლო კონკურსზე „ასწავლე საქართველოსთვის“ მიღება 22 ოქტომბრიდან გამოცხადდა.
etaloni.ge დაინტერესდა, რა განსხვავებაა ამ პროგრამას შორის, მაშინ, როცა ორივეს მიზანი, მაღალმთიან და მცირეკონტიგენტიან საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების დასაქმებაა. როგორც აღმოჩნდა მათ შორის მხოლოდ ორი განსხვავებაა, პირველის შემთხვევაში ჩართვა ნებისმიერ პირს შეუძლია და მას რამდენიმე საგნის სწავლებისთვის ამზადებენ, ხოლო მეორეში მონაწილეობა მხოლოდ სტატუსიან მასწავლებელს შეუძლია და მხოლოდ ერთ საგანს ასწავლის. მივყვეთ დეტალურად:
პროგრამა „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ ორიენტირებულია მცირეკონტიგენტიან სკოლებზე და მასწავლებლებზე, რომელთაც შეუძლიათ ორი ან მეტი საგანი ასწავლონ. უფრო კონკრეტულად, ეს არის მიზნობრივი პროგრამა და მასში ჩართვა შეეძლო მასწავლებლობის ყველა მსურველს, რომლებიც პროგრამის გავლის შემდეგ იმუშავებენ კონკრეტულ მცირეკონტიგენტიან სკოლაში. ეროვნულ სკოლაში მოხვედრილი პირი ან მასწავლებლის სახლის მიერ შემუშავებულ ტესტს გაივლის, ან უკვე გავლილი უნდა ჰქონდეს შეფასებისა და გამოცდების ერონული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება, სადაც მან შეიძლება 60 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა, მაგრამ მისი შედეგი 40 პროცენტს აღემატება.
პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ:
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გასაუბრება იმ აპლიკანტებთან, ვინც სურვილი გამოხატა, ესწავლა „მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში“, წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისინი ჩაერთვებიან მასში. გარდა „გარედან მოსული“ მსურველებისა, ,,ეროვნულ სკოლაში“ ჩართვის საშუალება ჰქონდა იმ მცირეკონტიგენტიანი სკოლების მოქმედ მასწავლებლებს, სადაც სკოლის პროგნოზით, მოსალოდნელია მომიჯნავე საგანში მალევე გაჩნდეს ვაკანსია.
პროგრამაში ჩართული პირებისთვის სწავლა პირველ ნოემბერს დაიწყება და ორთვიანი იქნება. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი აცხადებს, შესაძლებელია, პროგრამა არ იყოს ერთჯერადი და გაზაფხულზე განახლდეს.
მასწავლებლები მომზადდებიან შემდეგი საგნებისთვის:
1. ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიები
2. ბიოლოგია და ქიმია
3. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
4. ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება
5. დაწყებითი განათლება (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება)
მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.
რაც შეეხება პროგრამას, „ასწავლე საქართველოსთვის“, თუ გასულ წლებში მასში მონაწილეობის უფლება ჰქონდა უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ პირს, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული, რომელიმე საგნის სპეციალისტი იყო, ამჯერად პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე სერტიფიცირებულ ან მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირს და პედაგოგებს, რომელთაც დადასტურებული აქვთ შესაბამისი საგნის კომპეტენცია.
პროგრამის მიზანი არის მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვით, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მასწავლებლის სახლის პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ პროექტის ფარგლებში 150 წარგზავნილი მასწავლებელი უკანასკნელი 10 წელი დეფიციტს ვერ ავსებდა, ეს რაოდენობა მოთხოვნილი მასწავლებლების მხოლოდ 40% აკმაყოფილებდა ყოველწლიურად.
პროგრამის ფარგლებში კონკურსი ცხადდება შემდეგი საგნობრივი მიმართულებით:
• ქართული ენა და ლიტერატურა
• ინგლისური ენა
• მათემატიკა
• ფიზიკა-მათემატიკა
• ფიზიკა
• ქიმია-ბიოლოგია
• რუსული
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე:
I ეტაპი:
კონკურსანტთა განაცხადების გადარჩევა
II ეტაპი:
გასაუბრება
შერჩეულ მასწავლებლებს ჩაუტარდებათ მოსამზადებელი საორიენტაციო ტრენინგები.
პროგრამის მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ:
• დასაქმდნენ საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში და უზრუნველყონ საგაკვეთილო პროცესის წარმართვა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად.
• მასწავლებლის საათობრივ ანაზღაურებასთან ერთად მიიღონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დანიშნული დანამატი;
• ჩაერთონ ცენტრის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში;
• მიიღონ უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობები;
• იზრუნონ ადგილობრივი პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე;
• არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ