მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„რამდენი ხის სკოლა გვაქვს, და რამდენია ისეთი სკოლა რომელიც ვაგონშია განთავსებული. როგორია საერთაშორისო სტანდარტი? ხის სკოლა შესაძლოა არსებობდეს ალპებში და ის, რომ სკოლა ხისაა არ ნიშნავს, რომ ცუდია, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ეს შეიძლება სხვა რამეს გულისხმობდეს. როგორია ჩვენი პოლიტიკა და მივყვებით თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს“, - ეს კითხვა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დასვა.
პარლამენტში საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის 2019 წელს არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმები განიხილეს.
დეპუტატის კითხვას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა უპასუხა:
„არის ხის სკოლები და არის სკოლები, რომელიც კვლავ ვაგონებშია განთავსებული... გვაქვს ხის სკოლები, თუმცა ეს არ ნიშნავს რაღაცის დარღვევას. სტანდარტი იქმნება, გვაქვს რამოდენიმე კონტეინერული ტიპის სკოლა, რომელიც არის ერთ და ორ ბავშვიანი, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ბავშვიანი იქნება ორი თუ ასი“.
გაბუნიას კითხვას ვრცლად უპასუხა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ. როგორ მან აღნიშნა, საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს როგორც ხის სკოლების მშენებლობას, ასევე ე.წ. კონტეინერული ტიპის სკოლებს.
„ჩვენ გვქონდა ძალიან კარგ კომპანიასთან შეხვედრა, რომელმაც მსგავსი მოდელი წარმოადგინა. ეს არ ნიშნავს რომ ეს ცდება განათლების პოლიტიკის ნაწილს. ყველაფერი გამომდინარეობს საჭიროებიდან. იმ კონტეინერული ტიპის სკოლებსაც აქვს თავისი დანიშნულება და პლიუსები. მაგალითად მშენებლობის სისწრაფე, რელიეფური და კლიმატური პირობების გათვალისწინება, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით არ მივდივართ და ამაზე უარი ვთქვით.
ხის სკოლები დღესაც გვაქვს, თუმცა იცით რომ შემუშავებულია სახანძრო უსაფრთხოების სისტემები და ხორციელდება მონიტორინგი. დღესდღეობით შესაბამისმა ორგანოებმა უკვე განახორციელეს 600-ზე მეტის მონიტორინგი და მიღებული გვაქვს დასკვნები და რეკომენდაციები.
ხის სკოლებთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული რეკომენდაცია, რომ არსებობს სპეციალური მასალის საღებავი, რომლითაც უნდა მოხდეს სახურავის დამუშავება იმისთვის რომ ის იყოს ნაკლებად აალებადი. თუმცა ეს არ უნდა ნიშნავდეს რომ ხის სკოლა არ უნდა გვქონდეს, გვაქვს ასეთი სკოლები და გვექნება კიდეც, თუმცა ახალი სკოლების აშენების პროცესში გათვალისწინებული იქნება ყველა საკითხი“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ შატილში ახალაშენებული ხის სკოლა-პანსიონი დაიწვა. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად კი ელექტრო გაყვანილობაა დასახელებული.
იხილეთ ასევე: შატილის სკოლა დაიწვა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ