მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის ტესტირება 40 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს.
27 ოქტომბერს, 09:00 საათიდან პროფესიული პროგრამებისთვის ტესტირება დაიწყო. პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე დააკვირდნენ.
პროფესიულ პროგრამებზე ტესტირება საქართველოს მასშტაბით გახსნილ ყველა საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
2019 წლის მიღებაზე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია: საინფორმაციო ტექნოლოგიები, კულინარია, ბუღალტრული აღრიცხვა და სხვ. წელს მიღება 48 სახელმწიფო და კერძო უმაღლეს აქვს გამოცხადებული 300-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე. პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილებისაგან შედგება.
დაფინანსების მოსაპოვებლად მონაწილემ ორივე ტესტის მაქსიმალური ჯამური ქულის (100 ქულა) 25%-ზე მეტი უნდა დააგროვოს. შეფასებას აპლიკანტი ტესტირების დასრულებისთანავე დაინახავს ეკრანზე, ხოლო ინფორმაცია ჩარიცხვის შესახებ გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ნოემბრის შუა რიცხვებში. სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას პროფესიული სასწავლებლები თავად მიიღებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო