მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება. ცვლილებების მიხედვით, მსჯავრდებულებს მაგისტრატურაზე სწავლა შეეძლებათ.
კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები - მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, თამარ ხულორდავა არიან.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების პროექტი პარლამენტის ბიუროს 28 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.
დღეს მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლის უფლებას არ მოიცავს.
შესაბამისად, ცვლილება შედის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ11“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების წესსა და პირობებს.
გარდა ამისა, კანონს ემატება გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვითაც იმ მსჯავრდებულებს რომლებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს სამაგისტრო გამოცდები და აღნიშნული საკანონმდებლო ბარიერის გამო ვერ მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება, შესაძლებლობა აქვთ 2019-2020 სასწავლო წელს ჩაირიცხონ უმაღლეს სასწავლებლებში მაგისტრატურაზე განათლების მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მე-10 კლასელები საკითხს ჩაუღრმავდნენ, შეისწავლეს და ცოდნა გაიმდიდრეს