მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2018-2019 სასწავლო წელს მედალი სულ 4 271 მოსწავლეს გადაეცემა. მათგან 3 246 ოქროს მედალოსანი, ხოლო 1 025 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეა. ამის შესახებ ინფორმაცია etaloni.ge-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან გამოითხოვა.
ამასთან, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების სია საჯაროდ აღარ გამოქვეყნდება. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციაში, ამის მიზეზად პირადი ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავის არიდება სახელდება.
2018-2019 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების სია სექტემბერში დამტკიცდა, ბრძანებას მოსწავლეების სია დართული აღარ აქვს.
ცნობისთვის, სამინისტროს წარჩინებული მოსწავლეების სიას ყოველწლიურად საკუთარ ვებ-გვერდზე შესაბამის ბრძანებასთან ერთად აქვეყნებდა. აქამდე გამოქვეყნებულ წარჩინებული მოსწავლეების სიებში, მითითებული იყო სკოლა და მოსწავლის სახელი და გვარი, ხოლო პირადი ნომრები დაფარული იყო. სამინისტროს წარჩინებული მოსწავლეების სიას ყოველწლიურად საკუთარ ვებ-გვერდზე შესაბამის ბრძანებასთან ერთად აქვეყნებდა.
უწყების ინფორმაციით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა წარჩინებულ მოსწავლეებს მედლები ახალ წლამდე უნდა დაურიგდეთ. თუმცა განათლებისა და მეცნიერების ინფრასტრუქტურის სამინისტროს მედლების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებული არ აქვთ. ამ ეტაპზე დოკუმენტაცია მზადდება, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.
იხილეთ ასევე: 2018-2019 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებისთვის გადასაცემი სერტიფიკატების ფორმები დამტკიცდა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ