მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
26 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმელი მოსწავლეებისთვის, შემეცნებითი კონკურსი „სიტყვის კონა“ ჩატარდა.
კონკურსი ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინიციატივით და ბათუმის მერიის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობის მიღება ბათუმის ნებისმიერი სკოლის მე-7 -დან მე- 12 კლასების ჩათვლით მოსწავლეებს შეეძლოთ. კონკურსმა დიდი მოწონება დაიმსახურა ბათუმელ ახალგაზრდებს შორის და პირველივე ეტაპზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა - „სიტყვის კონაში“ ბათუმის 25 საჯარო და 2 კერძო სკოლის 1700-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული ენის თვითმყოფადობის შენარჩუნებას და ახალგაზრდა თაობებში ქართული ენის ლექსიკური მარაგისა და განმარტებით ლექსიკონთან მუშაობის უნარების განვითარებას.
კონკურსი ორ ეტაპად გაიმართა „ეტალონის“ პრინციპებით - პირველი ეტაპი ბათუმის სკოლებში 10 ოქტომბერს ჩატარდა. პირველი ეტაპის შედეგებით კი მეორე ეტაპზე - ფინალში გადასული მოსწავლეები გამოვლინდნენ. მეორე ეტაპი - ფინალი ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში გაიმართა.
კონკურსის გამარჯვებულებს ბათუმის მერიის სახელით ფულადი ჯილდოები და პრიზები გადაეცათ. პირველი ადგილი ბათუმის N17 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ანა ლორია დაიკავა და 1500 ლარით დაჯილდოვდა. მეორე ადგილზე გასულ ბათუმის N15 საჯარო სკოლის, XI კლასის მოსწავლეს ელენე ჯინჭარაძეს 1000 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ბათუმის N2 საჯარო სკოლის, XI კლასის მოსწავლეს თამარ ქათამაძეს 500 ლარი გადაეცათ.
კონკურსს „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
გამარჯვებულებს პრიზები ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ გადასცა და წარმატება მიულოცა.
ღონისძიებას მონაწილეების გულშემატკივრები, ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე ბათუმის საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის - „ანრის“ წარმატებული სტუდენტები ესწრებოდნენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე