სიახლეები
რჩევები

როგორ ვიმუშაოთ თინეიჯერებთან? - გამოსადეგი რჩევები მასწავლებლებს, რაც პრობლემებს აგარიდებთ
16-11-2019
-
+


მასწავლებლისთვის თინეიჯერებთან მუშაობა, შესაძლოა, სტრესული იყოს. ისინი ხანდახან უფრო ნაკლებად მოტივირებულები არიან, ვიდრე სხვა ასაკობრივი ჯგუფები. თანაც რთულია მათი საქციელი ან დამოკიდებულება იწინასწარმეტყველო. 

მასწავლებელს თინეიჯერებთან მუშაობისას პრობლემებისგან თავის დაცვა შეუძლია. ამაში მას გარკვეულ წესებზე მიყოლა დაეხმარება. უპირველეს ყოვლისა, თავი დაიცავით დისციპლინის დარღვევისგან! იყავით მეგობრული, მაგრამ არა ძალიან რბილი!

  • დაადგინეთ ქცევის წესები და მოსწავლეებს სამართლიანად მოეპყარით. მათ პირველივე დღეს აუხსენით რა არის დასაშვები და რა დაუშვებელი.
  • თქვენც და მოსწავლეებმაც უნდა იცოდეთ, როგორ მოიქცეთ დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში. ეს ნაბიჯების გადადგმას გაგიმარტივებთ და თავდაჯერებულობას შეგმატებთ.
  • ყველა მოსწავლეს თვალი ადევნეთ. პერსონალური კონტაქტი მოსწავლეებს ამხნევებს და თქვენც უკეთ გაიგებთ, გაკვეთილი რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს. დააკვირდით რა არის მათი ინტერესის დაკარგვის ან ყურადღების გაფანტვის მიზეზი.
  • დაგეგმეთ მოტივაციის ასამაღლებელი, მხიარული გაკვეთილები. მხედველობაში მიიღეთ მოსწავლეებს რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ.
  • შეინარჩუნეთ ენერგიულობა. ფოკუსი და „ნაბიჯები“ რეგულარულად ცვალეთ. დააკვირდით რა ხდება კლასში, როგორ მიმდინარეობს გაკვეთილი.
  • თინეიჯერებს მოსწონთ, როდესაც ისე ექცევიან, როგორც მათზე უფროსებს. ნუ გაუმეორებთ, რომ მათი „მფარველი“ ხართ, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვები არიან.
  • აუცილებლად აღნიშნეთ, რა გააკეთეს კარგად, რადგან შექება მათზე დადებითად იმოქმედებს. ხშირად ნუ აღნიშნავთ, რომ რომელიმე მოსწავლე ან მოსწავლეები დისციპლინას არღვევენ.
  • პიროვნულ დაპირისპირებებს თავი აარიდეთ. რთულია სიმშვიდის შენარჩუნება, როდესაც ხედავთ მოსწავლეები აგრესიას ან უხეშობას ავლენენ, მაგრამ კონტროლის დაკარგვა და ყვირილი მოსწავლეების თვალში უფრო სუსტს გამოგაჩენთ.
  • მოსწავლესთან „ბრძოლას“, კლასის წინაშე, ვერ მოიგებთ, მეტიც, ავტორიტეტს დაკარგავთ. უმჯობესია მოსწავლეებს გაკვეთილის შემდეგ, ინდივიდუალურად გაესაუბროთ.
მასწავლებლებო, რაც არ უნდა ხდებოდეს კლასში,  პერსონალურად ნუ მიიღებთ. გახსოვდეთ, რომ უმეტესწილად ეს უშუალოდ თქვენ არ გეხებათ. როგორც სასტუმროს მიმღებში მომსახურებით უკმაყოფილო სტუმარმა შეიძლება იყვიროს, მაგრამ ეს უშუალოდ მის წინ მდგომ სასტუმროს პერსონალის წევს არ ეხებოდეს, ასევეა სკოლაშიც. თქვენ არა მარტო სკოლას, არამედ საგანმანათლებლო საზოგადოებას წარმოადგენთ. მოსწავლეებს, შესაძლოა, წარსულში ცუდი გამოცდილება ჰქონდეთ და თქვენ მათთვის უახლოესი სამიზნე აღმოჩნდეთ.

გაითვალისწინეთ, თინეიჯერებთან მუშაობა თქვენთვის დიდი „ჯილდო“ და შეუცვლელი გამოცდილება შეიძლება იყოს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება