მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი ლამზირა ოსეფაშვილი სიგელით დაჯილდოვდა.
2019 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა ბოლნისის რაიონის წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სიგელები გადასცა.
პედაგოგებს ლამაზი საღამო ბოლნისელმა მომღერლებმა: სალომე წიქორიძემ, ნიკა აბდუშელიშვილმა მიულოცეს.პედაგოგებისთვის გამართულ საღამოს მსახიობი ნატალია ყიფშიძე უძღვებოდა.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე ესწრებოდნენ.
წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ოცდაორმა, ხოლო მენტორის სტატუსი ერთმა პედაგოგმა მიიღო. დავით შერაზადიშვილმა პედაგოგებს პროფესიული ზრდა მიულოცა და მომავალი თაობის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.
წამყვან პედაგოგთა რიგებში აღმოჩნდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი, რომელსაც ღონისძიებაზე ახლდა სკოლის დირექტორი ინგა მიქელაძე.
სავანეთის საჯარო სკოლა ლამზირა ოსეფაშვილს წამყვანი პედაგოგის სტატუსს კიდევ ერთხელ ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„საამაყოა, როდესაც პატარა სოფლის სკოლას მრავალი უფროსი და ერთი წამყვანი პედაგოგი ყავს. მასწავლებლის ცოდნის საზომი კი მოსწავლეა. მოსწავლეთა აქტიურად ჩამოყალიბების პროცესი სკოლიდან იწყება. აღზრდა-განათლება მძლავრი სოციალური მექანიზმია, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ადამიანის სოციალიზაცია. სკოლა აძლევს მოსწავლეებს იმ უნარ-ჩვევებს, რომელსაც ვერცერთი ინსტიტუტი ვერ მისცემს. განათლება ადამიანს ეხმარება, რომ ღირსეულად დაიმკვიდროს თავი დღევანდელ საზოგადოებაში, იყო აქტიური მოქალაქე. ეს კი შესაძლებელია კარგი სკოლის და ძლიერი პედაგოგების წყალობით. სავანეთის საჯარო სკოლა კიდევ ერთხელ ულოცავს ქალბატონ ლამზირა ოსეფაშვილს წამყვანი პედაგოგის სტატუსს და წინსვლას, წარმატებებს და მოსწავლეთა ცოდნის ხარისხის ამაღლებას უსურვებს“,-აღნიშნულია სკოლის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებისა და მანდატურების საყურადღებოდ - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც