სიახლეები
ეტალონი

''დიდუბის ეტალონის'' ფინალისტები ლიტვის ელჩმა წიგნებით დაასაჩუქრა
18-05-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''დიდუბის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა. 
 
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა.


დიდუბის რაიონის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდნენ.

ღონისძიებას ლიტვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი, რესურსცენტრისა და სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''დიდუბის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს თბილისის N166 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაშა მიხელიძე დაეუფლა.

''დიდუბის ეტალონი მოსწვლის'' ლაშა მიხელიძის თქმით, გამარჯვება მისთვის მოულოდნელი იყო:

''გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. ყველაზე მეტად საკუთარი თავის გამოცდა მინდოდა. ტესტირებისას კატეგორია ''თამამი'' შემოვხაზე, ჩემს თავში მაინც დავუშვი აზრი, რომ შეიძლება ფინალში გადავსულიყავი. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს, ''დიდუბის ეტალონი მოსწავლის'' ტიტული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.''
                  
ლიტვის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა აღნიშნა, რომ 2017 წელი საქართველო-ლიტვის მეგობრობის წლად გამოცხადდება და ამასთან დაკავშირებით, ''ეტლონში'' კითხვები ლიტვა-ევროკავშირის ისტორიიდან იქნება:

''შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ბატონი გოჩა არაჩვეულებრვ საქმეს აკეთებს. ინტელექტ-შეჯიბრი დაფუძნებულია ცოდნაზე, მსოფლიოს მომავალი კი სწორედ ცოდნაზეა დამყარებული. ბავშვები ჭკვიანები და სწრაფები არიან. მათ სურვილი აქვთ, რომ ამ ძალიან საინტერესო ინტელექტ-შეჯიბრში მიიღონ მონაწილეობა. მოხარული ვარ, რომ 2017 წელი საქართველო-ლიტვის მეგობრობის წლად გამოცხადდება. ამასთან დაკავშირებით, ''ეტლონში'' კითხვები ლიტვა-ევროკავშირის ისტორიიდან და ურთიერთობიდან იქნება. ლიტვის წარმატებულ მაგალითზე, ქართველი მოსწავლეები გაეცნობიან, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს იქნება არა მარტო საინტერესო, არამედ სასარგებლოც. მოხარული ვარ ამ პარტნიორობით.'' 
 
პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლე ლიტვის ელჩმა წიგნებით დაასაჩუქრა.

თბილისის N166 სკოლის დირექტორი ირმა ომანაძე ''ეტალონის'' ორგანიზატორებს მადლობას უხდის:

''ეტალონი'' ფანტასტიური პროექტია. ღირებული და ცოდნის მიმცემი რომ არ იყოს, ამდენი წელი ვერ იარსებებდა. ამ პროექტში ჩართვის სურვილი ყველა მოსწავლეს აქვს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაშა მიხელიძე გახდა ''დიდუბის ეტალონი მოსწავლე''. ყველაფერი ობიექტურად ჩატარდა. ვფიქრობ, რომ სკოლებმა გაამართლეს ბატონი გოჩას მოლოდინი. დიდი მადლობა ''ეტალონს'', რომ ასეთ კარგ საქმეს აკეთებს.

''დიდუბის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ლაშა მიხელიძე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.   

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

''ეტალონი თბილისის'' პროექტი ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანასური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობით მიმდინარეობს.
ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა ინფორმაცია აქვს სკოლას მოსწავლისა და მშობლის შესახებ

პედაგოგებისთვის 250 ლარია გამოყოფილი - ვის ეხება დაფინანსება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

დირექტორი მე-8 კლასელების მდგომარეობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი ახლა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ არიან 

ცოდნისა და წიგნიერების დღესასწაული იზრუნელებისთვის - izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს თბილისსა და ბათუმში ჩაატარებს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ცერემონიალზე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამხატვრო კონკურსის შედეგები გამოცხადდა

მოსწავლეებზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მუზეუმის კოლექციამ


საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება