სიახლეები
ეტალონი

''ეტალონი'' ყველაზე პოპულარული, მნიშვნელოვანი და ორგანიზებული პროექტია'' - ''ჩუღურეთის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა
18-05-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ჩუღურეთის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა.

ჩუღურეთის რაიონის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდნენ.

ღონისძიებას რესურსცენტრისა და სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''ჩუღურეთის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს თბილისის N24 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე დეა ხარატიშვილი დაეუფლა.

''ჩუღურეთის ეტალონი მოსწავლის'' დეა ხარატიშვილის თქმით, ''ეტალონი'' მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია:

''ცოტა ვინერვიულე, გამარჯვება ძალიან გამიხარდა. ''ეტალონი'' მოსწავლეებისთვის, მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მომავალ ''ეტალონელებს'' ვურჩევ, პირველ რიგში, თავიანთ ცოდნას მიენდონ და გარისკონ კიდეც.''

თბილისის N24 სკოლის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ აღნიშნა, რომ ''ეტალონი'' ყველაზე პოპულარული, მნიშნელოვანი, კარგად აწყობილი და ორგანიზებული პროექტია:

''ზოგადად, ინტელექტუალური, შემეცნებითი და თან გასართობი პროგრამები ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგან ცოდნა მხოლოდ სკოლაში არ უნდა დარჩეს, არამედ მას რეალიზების საშუალება უნდა მიეცეს. მხოლოდ სკოლა არ უნდა იყოს გარემო, სადაც ცოდნა ფასდება. ''ეტალონის'' და მსგავსი ტიპის შეჯიბრების მნიშვნელობა ძალიან დიდია. ინტელექტ-შეჯიბრები ხელს უწყობს ცოდნის პოპულარიზებას. მოსწავლე თვითდამკვიდრებას ახდენს ცოდნის გამოვლენის სახით. შეიძლება ''ეტალონი'' ერთადერთი არ არის, მაგრამ ყველაზე პოპულარული, ყველაზე მნიშნელოვანი, კარგად აწყობილი და ორგანიზებული ნამდვილად ეს პროექტია. ინტელექტ-შეჯიბრი ორიენტირებულია მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებებზე. გარდა ამისა, პროექტი მრავალფეროვანია; ცოდნის მიღებისა და მისი გამოვლენის უნარ-ჩვევებს აყალიბებს. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ ამ შეჯიბრით. საუკეთესო 9 მოსწავლეს შორის, 5 ჩვენი სკოლიდან იყო და მათ სახალხოდ დაჯილდოებას ვაპირებთ. ''ეტალონი'' გვეხმარება, რომ მოსწავლეებმა ქვეყნის მასშტაბით მოახდინონ თავიანთი ცოდნის რეალიზება. ჩვენ ამას ხელს ვუწყობთ, ''ეტალონი'' კი ჩვენ გვიწყობს ხელს, რომ ეს გარემო ჯანსაღი გავხადოთ. დიდი მადლობა პროექტის შემქნელებს, მომავალშიც აუცილებლად მივიღებთ ამ ''ეტალონში'' მონაწილეობას და ვეცდებით, კიდევ უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ.''

თბილისის N24 სკოლის დირექტორის მოადგილე ეკა ბროლაძე პროექტის ორგანიზატორებს მადლობას უხდის:

''დეა არაჩვეულებრივი მოსწავლეა, სანიმუშო ბავშვია, უმაღლესი შეფასებები აქვს. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებებს, შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, ალბათ, კარგა ხანს გამყვება ეს ემოცია. საუკეთესო 9 მონაწილეს შორის, 5 ჩვენი სკოლიდან იყო. სამეულში გასული მონაწილეებიდან პირველ და მესამე ადგილზე 24-ე სკოლის მოსწავლეები გავიდენ. ამაზე დიდი სიხარული, რა შეიძლება იყოს?! მე დირექტორის მოადგილე ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ხვალ ეს ბავშვები ჩემგან განსაკუთრებით დაჯილდოვდებიან. ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ, დიდი მადლობა ბავშვებს და პროექტის ორგანიზატორებს - ბატონ გოჩას. ძალიან მიხარია, რომ მსგავსი სახის ინტელექტუალური შეჯიბრი არსებობს და მივესალმები მის განვითარებას. ჩვენი სკოლა მუდმივად მზადაა ''ეტალონთან'' თანამშრომლობისთვის.''

''ჩუღურეთის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი დეა ხარატიშვილი, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.   

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

''ეტალონი თბილისის'' პროექტი ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანასური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობით მიმდინარეობს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება 

ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ თანამშრომლებს დაეხმარა

ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციისთვის - მოსწავლის საგამოცდო დრო და ადგილი ბარათზეა მითითებული 

ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეს, რომელიც კვიპროსში ფეხბურთის სათამაშოდ გაემგზავრა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

კონკურსში სამივე  საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა

სულდის საჯარო სკოლაში 3 მარტის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება