მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
არჩევნების შედეგების თანახმად, 2019-2020 სასწავლო წელს მოსწავლეთა თვითმმართველობას ნიკოლოზ ესებუა უხელმძღვანელებს.
დირექცია ნიკოლოზ ესებუას გამარჯვებას ულოცავს და იმედს გამოხატავს, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობის ხელმძღვანელი საკანდიდატო პროგრამას ღირსეულად შეასრულებს.
„მოსწავლეთა თვითმმართველობის მიზანი უნდა იყოს თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება - ყოველივე ეს რომ შესრულდეს, თვითმმართველობის წარმომადგენლები თვითონ უნდა იყვნენ არჩეული დემოკრატიული გზით, თვითონ უნდა გრძნობდნენ პასუხისმგებლობას ამ თანამდებობაზე და თვითონ უნდა იბრძოდნენ სხვათა უფლებების დასაცავად. მანამდე კი არჩევნებია... თვითმმართველობის თავმჯდომარის არჩევნები და, როგორც არჩევნებს შეშვენის, ამომრჩევლებს კანდიდტმა თავისი პროგრამა უნდა გააცნოს.... – ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცესი შესაბამისი ნორმების დაცვით ჩატარდა "მილენიუმში". სამი ღირსეული კანდიდატი - ლუკა ლეკიშვილი (მე-8 კლ.), ნიკოლოზ ესებუა (მე-9 კლ.) და ლიზი ფუტკარაძე (მე-10 კლ.) - წარსდგა აუდიტორიის წინაშე და ვრცლად ისაუბრეს მომავალ გეგმებზე. მეორე დღეს კი არჩევნებზე მოსწავლეებმა თავისი არჩევანი დააფიქსირეს და გადაწყდა: 2019-2020 სასწავლო წელს "მილენიუმის' მოსწავლეთა თვითმმართველობას უხელმძღვანელებს ნიკოლოზ ესებუა.
ვულოცავთ ნიკოლოზ წარმატებას, იმედი გვაქვს მისი მებრძოლი ხასიათის და ველით მისი საკანდიდატო პროგრამის ღირსეულად შესრულებას!“- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას