სიახლეები
საინტერესო

უნდა ისაუბროთ თუ არა მოსწავლეებთან ტაბუდადებულ თემებზე? - პასუხისმგებლობის აღება თუ რისკზე წასვლა
01-11-2019
-
+


რა არის ტაბუ? რატომ უნდა ვისაუბროთ მოსწავლეებთან ტაბუირებულ თემებზე და რა არგუმენტები არსებობს ამის საწინააღმდეგოდ? ეს სტატია სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ.

წამება, განქორწინება, ნარკოტიკები, პოლიტიკური თავისუფლება, ურცხვი ჟესტები, ინცესტი (სისხლის აღრევა), კანიბალიზმი, რელიგიური რწმენა, სიკვდილი, ალკოჰოლი, სუიციდი, რასობრივი განსხვავებულობა, შიდსი, ტერორიზმი, ფეხმძიმობა, აბორტი,  გაუპატიურება - ეს ის თემებია, რომლებზეც თითქმის ყოველდღე გვესმის რაღაც, თუმცა მათზე საუბარს ხშირად თავს არიდებენ.

ტაბუ დაახლოებით ასე შეიძლება განვმარტოთ: უჩვეულო, საშიში, სრულად ან ნაწილობრივ აკრძალული თემები ამა თუ იმ საზოგადოებასა და ურთიერთობებში.

ტაბუ სხვადასხვა კულტურასა და საზოგადოებაში სხვადასხვანაირია. მაგალითად, ბრიტანეთში ტაბუდ განიხილება შეკითხვა „რამდენს გამოიმუშავებ თვეში?“ მაშინ, როდესაც სხვა საზოგადოებისთვის ტაბუირებულ საკითხებზე თავისუფლად საუბრობენ. საზოგადოების ცვლილებასთან ერთად სენსიტიური თემებიც იცვლება. თუმცა არსებობს თემები, რომლებიც ყველა კულტურაში ერთნაირად აკრძალულია.

რამდენად მართებულია ტაბუირებულ თემებზე სასწავლო პროცესში საუბარი? - ამ შეკითხვაზე რადიკალურად განსხვავებული პასუხები არსებობს.

 რატომ შეიძლება გაკვეთილზე ვისაუბროთ ტაბუირებულ თემებზე?


  • როდესაც ენას ვასწავლით, უნდა ვასწავლოთ ის კულტურაც, სადაც ეს ენა არსებობს, ტაბუ კი ყველა კულტურის მნიშვნელოვანი ელემენტია.
  • უცხო ენის შემსწავლელები, რომლებსაც ენა უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად ან საცხოვრებლად სჭირდებათ, საუბარი ნებისმიერ თემაზე უნდა შეეძლოთ. თუ მათ არ შეუძლიათ აკრძალული თემების გაგება, შესაძლოა, მათთვის ეს დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს.
  • თანამედროვე მსოფლიოში მოსწავლეები ტაბუირებული თემების განხილვაში მაინც ერთვებიან. ამიტომ თქვენ, როგორც მასწავლებელს, პასუხისმგებლობა გაქვთ, რომ მათთან ამ თემებზე შესაბამის დროს და სწორად ისაუბროთ.
  • ტაბუ დადებული თემების გამოყენება გაკვეთილზე პროდუქტიულიც აღმოჩნდება, რადგან ისინი მოსწავლეთა დიდ ინტერესს და გამოხმაურებას იწვევს.
  • მოსწავლეების კულტურაში არსებულ ტაბუირებულ თემებზე საუბრისას, რაღაც განსაკუთრებულს უზიარებთ, რაც მათ წიგნებში არ წერია.
  • ტაბუირებულ თემებზე დისკუსია ნიშნავს ფიქრს სლენგებზე, ფორმალურ და არაფორმალურ ენაზე, ორმაგ მნიშვნელობაზე, სხეულის ენაზე, პოლიტიკურად კორექტულ ტერმინოლოგიაზე და ა.შ. მგრძნობიარე თემებზე მსჯელობა ნიშნავს მოლაპარაკებების უნარების განვითარებას, აზრების ახსნასა და გაზიარებას, არგუმენტების ჩამოყალიბების უნარის განვითარებას და ა.შ.
  • კლასში თუ გასხვავებული კულტურისა და განსხვავებული ეროვნების მოსწავლეები გყავთ, მსგავს თემებზე საუბარი მათ კიდევ უფრო დააინტერესებს, რადგან ეს მათ ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და გულწრფელი საუბრის გამართვის შესაძლებლობას მისცემს.
 საწინააღმდეგო არგუმენტები

  • არსებობს თემები, რომელზე საუბარსაც საზოგადოება თავს არიდებს და როდესაც მასწავლებელი მათზე კლასში დისკუსიას მართავს, რისკზე მიდის.
  • მასწავლებლის საქმე არ არის მოსწავლეებში ძლიერი ემოციების გამოწვევა. მათ მსგავს თემებზე დისკუსიის გარეშეც შეიძლება ასწავლონ.
  • სენსიტიურ თემებზე საუბარმა კლასში პრობლემები შეიძლება შექმნას. მნიშვნელობა არ აქვს დისკუსიას რამდენად კარგად წარმართავთ​, იგი შესაძლოა კონფლიქტში გადაიზარდოს.
ტაბუირებულ თემაზე საუბარს თუ გადაწყვეტთ დაფიქრდით, ეს ნამდვილად დაგეხმარებათ რომ დასახულ მიზანს მიაღწიოთ და მოსწავლეებს რაღაც კარგად აუხსნათ თუ უბრალოდ იმიტომ უნდა ისაუბროთ, რომ ტაბუირებულია?

გაითვალისწინეთ როგორია თქვენი კლასის მდგომარეობა და შემადგენლობა ამ თემებზე სასაუბროდ. თუ ფიქრობთ, რომ ამ თემებზე საუბარი გამოგადგებათ, შეგიძლიათ ამ გზას მიმართოთ. მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ მოსწავლეებს რაღაცების გაგება გაუჭირდებათ და თქვენს მიზანს შესაძლოა ასცდეთ, თავი შეიკავეთ. იქნებ, გარისკვად არ ღირდეს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

4 დღის განმავლობაში, ახალციხის N7 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი თემატური აქტივობები მიმდინარეობდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება