სიახლეები
ეტალონი

„გამარჯვებით გამოწვეული სიხარულის გადმოცემა შეუძლებელია“ - ხარაგაულმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
30-10-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც "ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე, ხარაგაულის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლურსმანაშვილი, ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვალერი ჭიპაშვილი, ხარაგაულის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან გიორგაძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ჟანა ნემსაძე, ხარაგაულის რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ დავით კიკნაძემ „ეტალონის“ აღმზრდელობით ფუნქციაზე ისაუბრა:

„ეტალონი“ არის ახალგაზრდების ცოდნასა და განათლებაზე ორიენტირებული პროექტი. ინტელექტ-ჩემპიონატი ახალგაზრდებში აყალიბებს უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ სამომავლო წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ“.

ხარაგაულის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლურსმანაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „ეტალონის“ ტელემაუწყებლობა განახლდება:

„დღეს, ჩვენ საგანმანათლებლო თვალსაზრისით გამორჩეულ პროექტს ვესწრებით. ამ თვალსაზრისის გათვალისწინებით, „ეტალონი“ სატელევიზიო ეთერს უნდა დაუბრუნდეს, რათა ის კიდევ უფრო მეტი ბავშვისთვის, სოფლისთვის და ქალაქისთვის გახდეს ხელმისაწვდომი“.

ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ვალერი ჭიპაშვილმა „ეტალონთან“ ურთიერთობის პირადი გამოცდილება გაგვიზიარა:

„პროექტი მოსწავლეებს ცოდნისკენ მიმავალ რთულ გზაზე გვერდში უდგას. მე პირადად ორგზის ეტალონის მონაწილე ვარ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი მასტიმულირებელია. „ეტალონთან“ ერთად მოსწავლეები გონებრივად იზრდებიან“.

ხარაგაულის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ ხაზი გაუსვა  „ეტალონის“ როლს:

„ბატონი გოჩას პროექტი მასშტაბური ხასიათისაა. პროექტი მოზარდებს თავის წარმოჩენის საშუალებას აძლევს და ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით ცნობილები ხდებიან “. 

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რუსუდან გიორგაძემ იმედი გამოთქვა, რომ ბავშვების აქტიურობის მაჩვენებელი სამომავლოდაც შენარჩუნდება:

„ეტალონი“ მიმზიდველობას ინარჩუნებს. მე პროექტის მსვლელობას მეორედ ვესწრები და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თემის ბავშვების პროექტში აქტიურობის სტატისტიკა სტაბილურად შენარჩუნდება“.  

მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ჟანა ნემსაძემ პროექტის ხელმისაწვდომობის შესახებ ისაუბრა:

„სხვა მსგავსი პროექტებისაგან ინტელექტ-ჩემპიონატი ხელმისაწვდომობით განსხვავდება. იგი ასევე, მომავალ თაობებში განათლების წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს, რაც ჩვენი ქვეყნის წარმატების წინაპირობა გახდება“.

ხარაგაულის რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ „ეტალონის“ შესარჩევ ეტაპზე ბავშვების მონდომებასა და ენთუზიაზმზე გაამახვილა ყურადღება:

„ეტალონი“ სხვა მსგავსი პროექტებისგან მისი გავრცელების არეალით განსხვავდება. ყველა მოსწავლეს შეუძლია ჩაერთოს. ძალიან მახარებს მოსწავლის გამარჯვება. ბავშვებიც ძალიან მოტივირებულები იყვნენ და დიდი ენთუზიაზმით ემზადებოდნენ. ყოველივე ეს კი მათ განათლებაზე აუცილებლად აისახება“.

„ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ მასწავლებელმა ინგა ვეფხვაძემ მოსწავლის შრომისმოყვარეობა გამოარჩია:

„გამარჯვებით გამოწვეული სიხარულის გადმოცემა შეუძლებელია. ნონა შრომისმოყვარე მოსწავლეა და მჯეროდა, რომ ყოველივე ეს უკვალოდ არ ჩაივლიდა. ზოგადად, ჩემთვის „ეტალონი“ განვითარებასა და განათლებასთან ასოცირდება“.

„ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მარელისის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ნონა ყიფიანმა მოიპოვა.

„ეტალონმა“ მომცა გამოცდილება და მეტად თვითდაჯერებული გამხადა. ასევე, მომიტანა ბედნიერება და სიხარული. ყველა მონაწილეს სამომავლოდ უდიდეს წარმატებას ვუსურვებ“ - აღნიშნა გამარჯვებულმა მოსწავლემ. 

შეჯიბრში გამარჯვებულმა „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელსაც ტრადიციულად საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. „ეტალონის“ მიმდინარე სეზონი კი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ასევე იხილეთ:

ხარაგაულის მოსწავლეთა საყურადღებოდ  

„მოხარული ვიქნები თუ „ეტალონის“ მსგავსი პროექტები ბევრი იქნება“ - ხარაგაული ინტელექტ-ჩემპიონატის II ტურისთვის ემზადება

ხარაგაულის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

29 ოქტომბერს „ეტალონი“ ხარაგაულში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება