მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლთა კომეტენციის დადასტურების გამოცდებამდე ორი დღე რჩება. etaloni.ge რამდენიმე რჩევას გთავაზობთ, რომელიც გამოცდაზე მისვლამდე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
აპლიკანტებმა პირველ რიგში საგამოცდო ბარათი უნდა ამობეჭდონ. ამისთვის ისინი online.naec.ge-ს ვებგვერდზე უნდა შევიდნენ, გახნსნან ფანჯარა - „მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება“. შემდგომ უნდა მიუთითოთ რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელფოსტის მისამართი, 5 ნიშნა კოდი და დააჭირონ ღილაკს „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“.
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
დაიმახსოვრეთ, ბარათზე დატანილია ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი. ამ ნომრის საშუალებით თქვენ შეძლებთ შედეგების გაგებას!
ბარათის დაკარგვის შემთხვევაში შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებგვერდზე და ხელახლა ამობეჭდოთ ის.
აპლიკანტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ბარათზე მითითებულ დროს და ადგილს და სწორედ იმ საგამოცდო ცენტრში გამოცხადდნენ, რომელიც საგამოცდო ბარათზე იქნება მითითებული.
ამასთან, მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, ყველა აპლიკანტის საშვი იქნება და მისი ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გამოცდების დასრულებამდე.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდა 2 ნოემბერს პროფესიული უნარების გამოცდით იწყება და 8 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება.
იხილეთ ასევე: მასწავლებელთა გამოცდები 2 ნოემბერს დაიწყება - განრიგი
მოემზადეთ ნოემბერში დაგეგმილი მასწავლებელთა გამოცდისთვის - გაეცანით წინა წლების ტესტებს, სწორ პასუხებსა და შეფასების სქემებს
რა კრიტერიუმებით შეფასდება ნოემბერში მასწავლებელთა გამოცდის ტესტები? - ბრძანება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა