სიახლეები
სიახლეები

რატომ დააბნია აპლიკანტები მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაციის დროის შეცვლამ? - „ნაეკის“​ დამატებითი განმარტება პედაგოგებს
30-10-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ, მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის დაწყების დროის შეცვლის შესახებ განაცხადა და 8 საათის ნაცვლად, 10 საათზე გადატანის აუცილებლობა შემდეგნაირად განმარტა: 

„თუკი აქამდე აპლიკანტებს დილის სესიაზე საგამოცდო ცენტრებში გამოცხადება 8 საათზე უწევდათ, ახლა გამოცხადება 10 საათიდან იქნება სავალდებულო. ეს ცვლილება განვახორციელეთ, რადგან ტრანსპორტირების თვალსაზრისით უფრო მისაღები იქნება ჩვენი მასწავლებლებისთვის და პედაგოგობის მსურველებისთვის“.

თუმცა გორგოძის ამ განცხადებამ მასწავლებელთა ნაწილი დააბნია. ამიტომ, აპლიკანტებისთვის დამატებითი განმარტებისთვის etaloni.geნაეკს“ დაუკავშირდა. 

როგორც გამოცდების ცენტრში აცხადებენ, რეგისტრაცია, ძირთადად, 10 საათზე იწყება, თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა აპლიკანტები საგამოცდო ცენტრში 8 საათზე უნდა გამოცხადნენ. ეს ინფორმაცია მათ საგამოცდო ბარათზეა მითითებული, ამიტომ გამოცდაზე რეგისტრირებულმა პირებმა ბარათზე დატანილი ინფორმაციით უნდა იხელმძღვანელონ. მაგალითად, თუ აპლიკანტის ბარათზე 8 საათი წერია, ის ამ დროს უნდა გამოცხადდეს, თუ 10 საათია მითითებული 10 საათზე

„რეგისტრაცია, უმეტესად, 10:00 საათზე იწყება. გამონაკლისს წარმოადგენს უცხო ენის, ქართულის, როგორც მეორე ენის და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილის გამოცდა. სწორედ ამიტომ აუცილებელია აპლიკანტები ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და ცენტრებში გამოცხადნენ შესაბამის დროსა და ადგილას“ - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 

იხილეთ ასევე: რა უნდა იცოდეთ, სანამ მასწავლებელთა გამოცდაზე გამოცხადდებით - რამდენიმე რჩევა აპლიკანტებს

მასწავლებელთა გამოცდები 2 ნოემბერს დაიწყება - განრიგი 

მოემზადეთ ნოემბერში დაგეგმილი მასწავლებელთა გამოცდისთვის - გაეცანით წინა წლების ტესტებს, სწორ პასუხებსა და შეფასების სქემებს

რა კრიტერიუმებით შეფასდება ნოემბერში მასწავლებელთა გამოცდის ტესტები? - ბრძანება


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება