მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტოლოშის საჯარო სკოლის 3 მოსწავლეს - ანა მელიქიძეს, ლიკა მელიქიძეს და მარიამ ნადირაძეს პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, ლეპტოპები გადაეცათ.
ტოლოშის საჯარო სკოლა ულოცავს მათ ამ წარმატებას და სამომავლოდ სკოლის ოქროს მედალზე დამთავრებას უსურვებს.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის წარმატებული კურსდამთავრებულები პერსონალური კომპიუტერებით მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ქალაქ ბორჯომში დააჯილდოვეს. დაჯილდოვებულებს შორის არის ასპინძის მუნიციპალიტეტის 10 წარჩინებული მოსწავლე.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას