აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა მშობელმა ნატალია დადვანმა პრეზენტაცია ჩაატარა
30-10-2019
დაკოპირებულია
-
+
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეების - მეექვსეკლასელ იოანე ჯიჭონაიასა და მეთერთმეტეკლასელ ნინო ჯიჭონაიას მშობელმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა ნატალია დადვანმა თემაზე - „ჰიგიენა და ინფექციის პრევენცია“ პრეზენტაცია ჩაატარა.
მედიკოსმა პირადი სამედიცინო თვალსაზრისით ჰიგიენის მნიშვნელობაზე, კულტურაზე და ზოგადად ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე დეტალურად ისაუბრა და მოსწავლეებისა და დამსწრე საზოგადოების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლა მშობელთა პედაგოგიზაციას და სასკოლო ცხოვრებაში მათ ჩართულობას მიესალმება.
„მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი (ღუდუშაურის კლინიკა) ნატალია დადვანი ჩვენი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა საინტერესო და მნიშვნელოვანი პრეზენტაციით, რომლის თემატიკა - „ჰიგიენა და ინფექციის პრევენცია“ გახლდათ.
მედიკოსმა დეტალურად ისაუბრა პირადი ჰიგიენის მნიშვნელობაზე სამედიცინო თვალსაზრისით, კულტურაზე და ზოგადად ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე. შეხვედრას მოსწავლეებთან ერთად სკოლის დირექცია ესწრებოდა. ქალბატონმა ნატალიამ ამომწურავად უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მედიცინის მუშაკს, ჩვენი სკოლის მოსწავლეების მეექვსე კლასელ იოანე ჯიჭონაიასა და მეთერთმეტე კლასელ ნინო ჯიჭონაიას მშობელს-დედას ნატალია დადვანს თანადგომისთვის, პასუხიმგებლობისთვის და სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.