მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის ზედა გორას საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
„ლექსებითა და სიმღერებით მოვეფერეთ და გავაცილეთ ჩვენი უსაყვარლესი პედაგოგები. ჩემი სურვილი იყო განსხვავებულად მოვფერებოდი ჩემს პედაგოგებს, რომლებიც ჩემთვის არამარტო კოლეგები იყვნენ, არამედ უფროსი მეგობრები. მათთვის გამართულმა ღონისძიებამ ერთნაირად აღფრთოვანებაში მოიყვანა ყველა... მინდოდა დარბაზში ყოფნის წუთები გახანგრძლივებულიყო. ესეთი თბილი, სრულყოფილი და სიყვარულით სავსე ღონისძიება ძნელად მაგონდება, მიუხედავად უამრავი კარგი ღონისძიებისა, რაც ჩატარებულა ჩვენს სკოლაში.
ანზორი გიორგაძე, ლიანა გამრკლიძე, ვენერა ხარაბაძე, მურთაზ ხარაბაძე, თამაზ საკანდელიძე და ჯუმბერ გოგაბერიშვილი ნამდვილად იმსახურებდნენ იმ უზარმაზარ სითბოს და სიყვარულს, რასაც ისინი 2 საათის განმავლობაში ისმენდნენ.
იმ დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ზედა გორას სოფლის საზოგადოებას მონატრებია ერთმანეთის მოფერება და ურთიერთპატივისცემა.
და ბოლოს, როდესაც დარბაზში ვუყურებდი ამდენ სიყვარულით სავსე თვალებს, მათზე შეყვარებულ ადამიანებს, მათ აღზრდილ თაობებს, რა განცდა იყო ეს, რა ემოცია?
-რა თქმა უნდა, სიხარულის გრძნობა იყო, ამაგის დაფასებაზე დიდი არაფერი ყოფილა თურმე. გული ცოტათი იმაზე მწყდება, რომ ყველა იმ ადამიანის მიმართ ვერ გამოვხატე მადლიერება, ვინც იმსახურებდა ამას და როგორც შეეფერებოდათ. ის სიტყვები ვერ ვთქვი, რაც გულით მინდოდა მეთქვა. ალბათ, ეს დიდი ემოციების ბრალი იყო. მე თქვენ მიყვარხართ...“ - ნათქვამია ზედა გორას საჯარო სკოლის პედაგოგის ირინა ბიბიჩაძის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას