მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერკეთის საჯარო სკოლაში IX-XII კლასის მოსწვალეებთან პროექტის - „ჩვენი ჯარი“ პრეზენტაცია გაიმართა.
„შეხვედრა საინტერესო და ცოდნის მომცემი იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდით პროექტის ორგანიზატორებს“,- აცხადებენ ერკეთის საჯარო სკოლაში.
თავდაცვის სამინისტრო 2018 წლის 10 აპრილიდან პროექტს - „ჩვენი ჯარი“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
განათლების სამინსიტროს ცნობით, პროექტის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება. პროექტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლებში, მოსწავლეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, შეიარაღებულ ძალებში განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, საერთაშორისო მისიებში და საერთაშორისო წვრთნებსა და სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ლექციებს უკითხავენ.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას