მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის მუნიციპალიტეტის როსტომ აბრამიშვილის სახელობის სარეკის საჯარო სკოლის I და III კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლებთან - ქეთევან ცაბაძესთან და მარიამ კაპანაძესთან, ასევე მშობლებთან ერთად საჩხერიდან ჭიათურაში იმოგზაურეს.
პროექტი სახელწოდებით - „ვაგონი მიჰქრის ზღაპრის სამყაროში“ საინტერესო და უჩვეულო იყო მოსწავლეებისთვის.
„ეს სასწავლო პროექტ-გაკვეთილი უჩვეულო იყო, იმიტომ, რომ ისინი მატარებლით გაემგზავრნენ ზღაპრის სამყაროში. ზღაპრის სამყაროში კი იმიტომ, რომ ჭიათურის სახელმწიფო თეატრში სიზმარა და მისი მეგობრები მელია, მეფე, მეფის ასული, და ნაზირ-ვეზირები ელოდებოდნენ, მაგრამ მატარებელი ისე მიჰქროდა, ცოტა ადრე მოუწიათ ჩასვლა და მეზობელ ქალაქში, ბავშვებმა ერთ გასართობ პარკში ჯადოსნური კედელი აღმოაჩინეს, სადაც ქართული ხალხური ზღაპრის გმირებს ერთად მოეყარათ თავი, კედლიდან ისინი პატარებს უღიმოდნენ და სხვადასხვა გასართობზე ეპატიჟებოდნენ“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
მოსწავლეებმა სპექტაკლის შემდეგ მსახიობებთან სურათებიც გადაიღეს.
სკოლის წარმომადგენლები მადლობას უხდიან ჭიათურის თეატრს საინტერესო სპექტაკლებისთვის და აღნიშნავენ, რომ სკოლის მოსწავლეები თეატრის ხშირი სტუმრები არიან.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას