სიახლეები
სიახლეები

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი იწყება
23-09-2016
-
+


სექტემბრის ბოლოს საქართველოში ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატი იწყება.

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით ხორციელდება. "ეტალონის" შემოქმედებითი და ტექნიკური გუნდი პროექტის ავტორთან და კონკურსების წამყვან გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება დაინტელექტუალურ კონკურსებს ადგილებზე გამართავს.

წალენჯიხის, მესტიის, სენაკის და ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში უკვე გაიმართა ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი სატესტო ეტაპიდა მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეებისთვის კონკურსები ადგილებზე გაიმართება: 27 სექტემბერს - წალენჯიხაში, 28 სექტემბერს - მესტიაში, 29 სექტემბერს - სენაკში, ხოლო 30 სექტემბერს - ცაგერში.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მთელი საქართველოს მასშტაბით პირველად 2015-2016 სასწავლო წელს გაიმართა. „ეტალონის“ გუნდმა ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ჩაატარა ადგილობრივი კონკურსები, დასკვნითი ფინალური შოუ კი 2016 წლის 21 მაისს სპორტის სასახლეში ჩატარდა, სადაც ერთმანეთს საქართველოს 82  რჩეული მოსწავლეე შეეჯიბრა, ღონისძიებას 700 სტუმარი, საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

“ეტალონი” გამოგონებული და დაპატენტებულია საქართველოში, და მსოფლიოში არსებულ ინტელექტუალურ თამაშებს შორის ანალოგი არ აქვს. იგი აგებულია განწყობის თეორიაზე, ეყრდნობა კითხვების შედგენისა და დასმის მეცნიერულ მიდგომებს და ქულათა დაანგარიშების ინოვაციურ სისტემას.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება