მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს ამ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს არის ჰელოუინი. ამ დღესთან დაკავშირებით, სიფრთხილის გამოჩენას გვირჩევს, ასტოლოგი მიხეილ ცაგარელი. მისი შეფასებით, ეს არის შავი მაგიის - კუდიანების ღამე.
ზედმეტად ნუ იდღესასწაულებთ - ასეთია ცაგარელის მიმართვა, ყველა იმ ადამიანის მისამართით, ვინც ჰელოუინს დიდი მონდომებით აღნიშნავს. მისი განმარტებით, ამ დღეს თქვენი ენერგია შავ მაგიებთან მიდის და ისინი მას შავი ზრახვებისთვის გამოიყენებენ. ამიტომ ჰელოუინთან ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ.
ცნობისთვის, 31 ოქტომბრის ღამეს კათოლიკურ სამყაროში ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავენ. ესაა დღესასწაული, რომელსაც ფესვები საუკუნეების სიღრმეში აქვს და სათავეს ძველი კელტების ტრადიციებიდან იღებს.
31 ოქტომბრის ღამეს, კელტების რწმენით, ცოცხლებისა და მიცვალებულების კარიბჭე იღებოდა და იმ სამყაროში მცხოვრები მიცვალებულები დედამიწაზე ბრუნდებოდნენ. კელტები ამ ღამეს სამჰეინს უწოდებდნენ. იმისთვის, რომ მკვდარი სულების და მოჩვენებების მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ, კელტები 31 ოქტომბრის ღამეს სახლში აქრობდნენ შუქს, გადაიცვამდნენ სხვადასხვა მხეცის ტყავს, ქუჩაში სახლთან ახლოს ტოვებდნენ საკვებს სულებისათვის, თვითონ კი დრუიდების მიერ გაჩაღებულ უზარმაზარ კოცონთან იკრიბებოდნენ და ცხოველებს მსხვერპლად წირავდნენ.
დღესასწაულის სიმბოლო იყო გოგრა - ის არამარტო აღნიშნავდა მოსავლის დაბინავებას, არამედ აფრთხობდა ბოროტ სულებს მასში ანთებული ცეცხლით.
იხილეთ ასევე:
ჰელოუინი ანუ სახალხო და ეკლესიური დღესასწაულების ერთიანობა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.