მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N103 საჯარო სკოლის Iგ კლასის მოსწავლეებმა, ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, მოაწყეს გასვლითი გაკვეთილი და საუკეთესო საინფორმაციო - გასართობი ხასიათის ექსკურსია შოკოლადის მუზეუმში (კაფე- chocolate-museum / შოკოლადი-მუზეუმი).
მუზეუმი 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა. კაფეს კულტურის სამინისტრომ მიანიჭა მუზეუმის სტატუსი N 311 მუზეუმი.
ვიზიტის დროს დამფუძნებელმა პატარებს გააცნო შოკოლადის შექმნის და წარმოების ისტორია. მოსწავლეებმა გაიგეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
მოსწავლეებმა, პარალელურად, დიდ ეკრანზე ნახეს დოკუმენტური ფილმი შოკოლადის წარმოშობის ისტორიის შესახებ.
ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა.
მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს იშვიათი კოლექციები ხელნაკეთი მინიატურული მანქანებისა და სასმელებისა. დასასრულს კი, ბავშვებმა დააგემოვნეს ნატურალური ცხელი შავი შოკოლადი და მუზეუმის წარმომადგენლებს გულითადი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას