მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში თანამედროვე გმირებთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, საგანი „ჩვენი საქართველოს“ სწავლება იძლევა შესაძლებლობას, მჭიდროდ დავამყაროთ კავშირი წარსულსა და თანამედროვეობას შორის. სწორედ ამიტომ, თანამედროვე გმირებზე საუბარს არ სჭირდება კონკრეტული დღე.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას ყოველ დღე, ყოველ წუთს უნდა უთმობდეს საგანმანათლებლო დაწესებულება.
„V და VI კლასელების გაერთიანებულ შეხვედრაზე ისტორიის მასწავლებელმა ფ. გიორხელიძემ ისაუბრა, როგორ იცავდა ქართლი თავს მტრის შემოსევისაგან. ფოტომასალის გამოყენებით მოსწავლეები გაეცვნენ ძველი ქართული მეომრის აღჭურვილობას, დაათვალიერეს დღეს შემორჩენილი ციხე-სიმაგრეების ფოტოები. გიორხელიძემ მოსწავლეებს განსაკუთრებული მოწიწებით მოუთხრო შინდისის სამაგალითო გმირების შესახებ.
მოსწავლეებს ასევე ესაუბრა ქალბატონი ფაქიზო ფანჩულიძე და დალი სილაგაძე. დალი მასწავლებელმა ემოციურად გაიხსენა შეხვედრა შინდისის ერთ-ერთ გადარჩენილ მეომართან.
პატარა აკაკი ნასარიძემ წაიკითხა მიშიკო დვალიშვილის უკანასკნელი ლექსი, ასევე გაჟღერდა ლექს-სენის სიმღერა „ქართული ჯარი“- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას