შავშვების საჯარო სკოლა „იაკობობა 2019“-ში მონაწილეობდა
01-11-2019
დაკოპირებულია
-
+
გორის მუნიციპალიტეტის შავშვების საჯარო სკოლა „იაკობობა 2019“-ში მონაწილეობდა.
27 ოქტომბერს, სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის 179 წლის იუბილე აღნიშნეს.
მწერლის მშობლიურ სოფელში გამართულ ღონისძიებას - „იაკობობა 2019“ არაერთი სტუმარი ეწვია. იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაზე სხვადასხვა კუთხე საშემოდგომო ნობათით იყო წარმოდგენილი. გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა კუთხეები „დედა ენის“ თემატიკაზეც მოაწყვეს.
„შავშვების საჯარო სკოლამ საშემოდგომო კუთხე მოაწყო, ორი მეზობელი სოფელის: წითელუბნის და ხურვალეთის სკოლებთან ერთად“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შავშვების სკოლა იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ყოველთვის მონაწილეობს.
„დედა ენის“ ავტორის, იაკობ გოგებაშვილის, იუბილე ყოველი წლის 27 ოქტომბერს აღინიშნება. საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი ვარიანში 1840 წელს დაიბადა.