მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა.
სკოლის დირექცია მოსწავლეებს - ნინი გაბუნიასა და ირაკლი ფიფიას ულოცავს დამსახურებულ ჯილდოს და წარმატებებს უსურვებს.
„ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი გულითადად ვულოცავთ აღნიშნულ მოსწავლეებს ამ ჯილდოს და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა